Sex Facts: პირველი სექსუალური აქტის შემდეგ სისხლდენა – მითია თუ რეალობა?

Sex Facts: პირველი სექსუალური აქტის შემდეგ სისხლდენა – მითია თუ რეალობა?
წყვილის პირველი სექსუალური აქტისას, შესაძლებელია თუ არა კაცი მიხვდეს არის თუ არა ქალი ქალიშვილი? საქალწულე აპკის დაზიანება ყოველთვის იწვევს სისხლდენას?

ბევრ კაცს აინტერესებს, შეუძლია თუ არა გაიგოს ქალიშვილია თუ არა ქალი, უმეტესობას კი სჯერათ, რომ პირველი სექსუალური აქტის დროს აუცილებლად უნდა სისხლი წამოვიდეს.

გავრცელებული აზრი, რომ პირველი სექსუალური აქტის შემდეგ სისხლდენა უნდა არსებობდეს არის მითი!

დიახ, ბევრ ქალს მოსდის სისხლი საქალწულე აპკის გარღვევისას, მაგრამ შესაძლებელია საერთოდ არ არსებობდეს ნიშანი, რომ მისი პირველი სექსუალური აქტია!

ამ აზრს ადასტურებს კვლევა, რომელიც British Medical Journal-მა გამოაქვეყნა. მკვლევარებმა ქალების გარკვეულ ჯგუფს ჰკითხეს, შეამჩნიეს თუ არა მცირე ან დიდი სისხლდენა მათი პირველი სექსუალური აქტის შემდეგ, ქალთა 63%-მა უარყოფითად უპასუხა.

ქალს შეიძლება მეორე აქტის ან რამდენიმე აქტის შემდეგაც კი ქონდეს სისხლდენა მისი ტემპერამენტიდან, ან შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე.

და ბოლოს, კაცს არცერთ შემთხვევაში დარწმუნებით არ შეუძლია თქვას, რომ წარსულში მის პარტნიორს სექსუალური კავშირი არ ქონია!
სტატიის წყარო:feme.ge