ჩემი მეუღლე ფარულად უყურებს პორნოს! როგორ მოვიქცე?

ჩემი მეუღლე ფარულად უყურებს პორნოს! როგორ მოვიქცე?
წყვილი, ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რა ხდება როცა მეუღლეების ურთიერთობა იძაბება და ისინი ერთმანეთს „შორდებიან“? შორდებიან არა ოფიციალურად, არამედ გრძნობებით. იქნებ ისინი უბრალოდ იღლებიან? ნებისმიერ ურთიერთობას „დასვენება“ სჭირდება.

ევროპაში მიღებული წესია, რომ მეუღლეები, როცა დაძაბულობას შენიშნავენ, ერთ-ერთი მათგანი თუნდაც ერთი კვირით აგარაკზე მიდის.

ეს ერთის მხრივ იწვევს ურთიერთობების „დასვენებას“, მეორეს მხრივ კი ამგვარი „დასვენება“ ურთიერთობებს უფრო ამყარებს.

არის მესამე ვარიანტიც. ამ მცირეხნიანი განშორებით, ისინი რწმუნდებიან მონატრებასა თუ საკუთარ გრძნობებში. უნდათ თუ არა მათ ისევ ერთად ყოფნა, თუ უკვე ყველაფერი დასრულდა..

გაუცხოების მომენტები ყველა წყვილს ემართება და ამას სხვადასხვა გამოვლინება აქვს. ზოგიერთი იწყებს სხვა ქალებისა და მამაკაცების დაკვირვებას. ეძებს ახალ თავგადასავალს.. ძიების გზები სხვადასხვაა. ცდუნებაც საკმაოდ დიდია.

არსებობენ წყვილები, რომლებმაც შესაძლოა ერთმანეთის მიმართ ნდობა დაკარგეს და იწყებენ დამნაშავის ძიებას. ამ ძიებისას კი ისინი, მეუღლის „პირად სივრცეში“ შეჭრას არ ერიდებიან. უფრო მეტიც, იწყება ეჭვიანობა. იწყება პირად ნივთებში ქექვა, მობილურში სმს-ების შემოწმება, მეილების ნახვა, სოციალური ქსელების პაროლების გამორთმევა, ლეპტოპში ქექვა.

ამ საკითხებით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც კითხვა შემოვიდა და ჩვენ შევეცადეთ ფსიქოლოგის დახმარებით ავხსნათ ეს პრობლემა.

კითხვა, რომელსაც წერილიც მოყვა, ასე ისმოდა:
ჩემი მეუღლე ფარულად უყურებს პორნოს! როგორ მოვიქცე?

ახლახანს ჩემი მეუღლის კომპიუტერში „ვიქექე“ და აღმოვაჩინე, რომ უყურებს პორნოს… თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ…
რას მირჩევდით, როგორ მოვიქცე ასეთ ვითარებაში?


ჩემი მეუღლე ფარულად უყურებს პორნოს! როგორ მოვიქცე?თქვენი კითხვის პირველი ნაწილი, ის რომ მეუღლის კომპიუტერი „გაჩხრიკეთ“, წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საკითხს და გამოხატავს მისადმი უნდობლობას. ძალიან საინტერესოა მიზეზი, თუ რამ გიბიძგათ ამის გასაკეთებლად, რომ შეჭრილიყავით თქვენი მეუღლის “პირად სივრცეში”. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ემოციურად ან სექსუალურად ერთმანეთს დაშორდით, თუ გრძნობთ, რომ იგი ჩაკეტილია, არ გესაუბრებათ თავის გრძნობებსა და ემოციებზე, მაშინ ბუნებრივია თქვენ გქონდეთ მოთხოვნილება, რომ ყველაფერი იცოდეთ და აკონტროლოთ თქვენი მეორე ნახევარი.

მაგრამ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, გამოსავალი არ არის შეიჭრათ მის “პირად სივრცეში” იმ მიზნით, რომ გაარკვიოთ რა ხდება თქვენს თავს. გამოსავალი გულახდილ საუბარში, გრძნობებისა და ემოციების გაზიარებაშია. შეეცადეთ მშვიდად და აუღელვებლად მოითხოვოთ პასუხები გაჩენილ შეკითხვებზე და სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

ასევე უნდა დაფიქრდეთ, საკუთარ თავდაჯერებულობაზე, იქნებ ყველაფერი აქედან მოდიოდეს. თუ მაინც სექსუალურმა თავდაუჯერებლობამ დაგძლიათ და დაიწყებთ მეუღლის შემოწმებას, სჯობს საკუთარ თავზე იმუშაოთ, რომ გათავისუფლდეთ შიშებისა და უარყოფითი ფიქრებისგან. იმუშაოთ იმაზე, რომ იყოთ მეტად თავდაჯერებული.


რაც შეეხება თქვენს წუხილს პორნოს ყურებასთან დაკავშირებით, მისი ყურება წარმოადგენს ჩვეულ პრაქტიკას მამაკაცების უმეტესობისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს შეაფასოთ ურთიერთობის ხარისხი, თუ გაქვთ აქტიური სექსუალური ურთიერთობა მეუღლესთან და ორივენი ფიქრობთ ამ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, სჯობს გქონდეთ ხშირი კომუნიკაცია ერთმანეთში და თუ კი აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეუღლეს მოსწონს პორნოს ყურება, დაჯექით და უყურეთ თქვენც მასთან ერთად. გაახალისეთ თქვენი ურთიერთობა და აღავსეთ ის მეტი ცეცხლოვანებით. ნუ მიიღებთ ამას დამცირებად. აქციეთ ეს ერთგვარ სექსუალურ თამაშად. ასე თქვენ შეძლებთ ურთიერთობები მეტად გაალამაზოდ და მეუღლეს მიანიშნოთ რომ ჩუმად კი არ უყუროს პორნოს, არამედ ერთად მიიღოთ სიამოვნება მისი ყურებით. დამიჯერეთ ის ღამე დაუვიწყარი იქნება თქვენთვის.



თუკი თქვენი ურთიერთობა ღრმა და გახსნილია, შეგიძლიათ ყველა საკითხზე ღიად იმსჯელოთ და აღარ იყოთ ფსიქო სტრესული დეტექტივის როლში.

თქვენი მეუღლის მიერ პორნოს ყურება, არ შეიძლება შეაფასოთ ისე, თითქოს თქვენ ის გღალატობთ, ან რაიმე ბზარი გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში. ეს შეიძლება ინციდენტური ხასიათის იყოს.

და დაიმახსოვრეთ ოქროს წესი, რომ ნებისმიერი უარყოფითი სიტუაციის „სათქვენოდ“ მობრუნება შეიძლება, ისე რომ გააუმჯობესოთ ურთიერთობა, როგორც ემოციურ, ისე სექსუალური თანაცხოვრების თვალსაზრისით.

მთავარი კი ისაა, რომ თქვენს მეუღლეს ენდობოდეთ, იყოთ თავდაჯერებული და ნებისმიერ საკითხზე ან პრობლემებზე ღიად ისაუბროთ.
სტატიის წყარო:feme.ge