რა შეკითხვები აწუხებთ მამაკაცებს სექსთან დაკავშირებით?

რა შეკითხვები აწუხებთ მამაკაცებს სექსთან დაკავშირებით?
ცნობილია, რომ საშუალოსტატისტიკურად მამაკაცი დღე-ღამეში სექსზე 18-ჯერ ფიქრობს, მაგრამ რამდენჯერ ფიქრობს ის მასზე სწორად?

გთავაზობთ ერთ-ერთი პორტალის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სექსუალური გამოცდილების მქონე უკომპლექსო მამაკაცი გამოიკითხა.

"რატომ არ უნდა ქალს სექსი?"

ეს შეკითხვა მამაკაცების უმრავლესობას ცუდ ხასიათზე აყენებს და მძიმე ფიქრებში აგდებს.

"ვფიქრობ, თუ ქალს არ ვუნდივარ, ესე იგი, რაღაც მოხდა. ერთი ვარიანტია - დამნაშავეა სხვა მამაკაცი და მას ემოციური სტრესი აქვს", - ამბობს ერთ-ერთი. "იქნებ მამაკაცი ჰიგიენის წესებს არ იცავს, წვერი არ აქვს გაპარსული?" - შედის დიალოგში გამოცდილებით დაბრძენებული მეორე მამაკაცი. "უბრალოდ, აჯავრებს!" - იმედიანად და ენთუზიაზმით დასძენს მესამე. "გადაუყვარდა, ან სხვა შეუყვარდა", - პესიმისტურად ოხრავს მეოთხე.

განხილვა

უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცური განსჯა ამ თემასთნ დაკავშირებით ნამდვილად გლობალურია. ისინი, უბრალოდ, ვერ იგებენ, რომ შენ მხოლოდ იმიტომ თქვი სექსზე უარი, რომ მაგალითად, ფეხები არ გქონდა გაპარსული...

თუმცა, რამდენად ღრმაც უნდა იყოს შენი განცდები, საყვარელი მამაკაცისთვის უარის თქმა სექსზე საშინელებაა. ეჭვგარეშეა, ის 90%-ით დაიწყებს ფიქრს ტყუილზე, მეტოქეზე და გაციებულ გრძნობებზე: აბა, როგორ არ უნდა გინდოდეს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც შენ ასე უნდიხარ?

"როგორ აღვაგზნოთ ქალი სწრაფად?"

"ყველა ქალი განსხვავებულია. ერთს საკმარისია, ხელი მოხვიო; მეორე ცოტათი უნდა დაათრო, რომ მოდუნდეს და მინიმუმ, ნახევარი საათი ეფერო. ქალს რას გაუგებ?!"

"ჩემი აზრით, ქალები ადვილად აღიგზნებიან, როცა ვნებით და დიდხანს კოცნი და როცა შეყვარებულები არიან!"

"ქალი აღიგზნება ყურის უკან და ყელზე კოცნით, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები".

"ვფიქრობ, ხშირად ქალის აღგზნება ციკლზეა დამოკიდებული. თვეში ერთხელ არსებობს ისეთი დღეები, როცა ქალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მაგრამ მე ამ მეცნიერებას ვერაფერი გავუგე, ძალიან რთულია".

განხილვა

ვაშა, მამაკაცები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ყველაფერი ასე ადვილი არ არის. ციკლზეც ჰქონიათ წარმოდგენა, ყოჩაღ! და ისიც სცოდნიათ, რომ ყოველ ქალს თავისებური მიდგომა სჭირდება. ძნელია, არ დაეთანხმო. ამას უფრო მგზნებარე მოსწონს, იმას რომანტიკული პრელუდიები; აი, ამას კი სჯობს, არ მიეკარო, მანამ დიდხანს და და ვნებიანად არ აკოცებ - სხვაგვარად მომენტალურად გაცივდება.

მართლაც, ძნელია ჩვენი გაგება, მაგრამ მხოლოდ თავიდან. ქალს თუ შეუძლია იმის ახსნა, რა ანიჭებს სიამოვნებას, საწოლში ჰარმონიასთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს იჩენს თავს. ქალთან უნივერსალური მიდგომის მაძიებელი პარტნიორი კი შესაძლოა, ისე გაერთოს ძიებაში, რომ ქალს ყველაფრის სურვილი დააკარგვინოს.

"სად მდებარეობს წერტილი G?"

"არ ვიცი, არ მიძებნია. უფრო სწორად, ამის შესახებ არავის არაფერი უკითხავს".

"რამდენიმე ქალისთვის მიკითხავს - მათ თვითონაც არაფერი იციან".

"ერთხელ ვეცადე მიმეგნო, მაგრამ სულ სხვა რამ ვიპოვე".

"წამიკითხავს ვრცელი სტატია ამ თემაზე, მაგრამ მერე მივაფურთხე, სხვა საშუალებებიც არსებობს სიამოვნების მისაღებად".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსოლოგიაში წერტილი G-ს 30-წლიანი ოფიციალურად არსებობის მანძილზე მისი "მითიურობა" იოტის ოდენობითაც არ შემცირებულა: რაზეა ლაპარაკი, თუ თავად ქალებსაც ეჭვი ეპარებათ მის არსებობაში?

განხილვა

ყველა ეს საიდუმლო "წერტილები" მამაკაცებს ერთდროულად აინტერესებთ და აშინებთ კიდეც. ამიტომაც სჯობს, ქალის ინდივიდუალურობით იხელმძღვანელოთ და პირდაპირ ჰკითხოთ მას, სად არის მისი ყველაზე ძლიერი ეროგენული ზონა.
სტატიის წყარო:cacao.ge