ნასას ხომალდმა ჯუჯა პლანეტაზე სინათლე აღმოაჩინა
6 მარტს NASA-ს კოსმოსური ხომალდი Dawn კერესის ორბიტაზე დაჯდა, ასტეროიდების სარტყელში მოძრავ ჯუჯა პლანეტაზე, რომელიც პოტენციურად დასახლებულ ობიექტად განიხილება. დაჯდომის წინ, პლანეტასთან მიახლოებისას, პლანეტის ზედაპირზე, ერთ-ერთ კრატერზე უზარმაზარი სინათლის ლაქა შეამჩნიეს. ამ სინათლის წამროშობის შესახებ მეცნიერებმა ჯერჯერობით არაფერი იციან.
1801 წელს
აღმოჩენილი პლანეტა კერესის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ მისი ზედაპირის ქვეშ ოკეანე უნდა იყოს. მისი ზომა მთვარის მეოთხედია. ფოტოზე აღნიშნული მისტიკური თეთრი სინათლე კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს პლანეტის მიმართ. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ელოდებიან, თუ რას აღმოაჩენს პლანეტაზე დაფრენის შემდეგ მკვლევარი ხომალდი.
მომზადებულია 9news.com.au-ს მიხედვით