აი სადამდე მიიყვანა ქალბატონი ამ კაბის ფერზე კამათმა...

აი სადამდე მიიყვანა ქალბატონი ამ კაბის ფერზე კამათმა...
ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუშვა სოციალური რეკლამა ქალებზე ძალადობის შესახებ. სარეკლამო რგოლში გამოქვეყნებული იყო სწორედ ის გაურკვეველი ფერის კაბა, რომელმაც მთელი ინტერნეტი ხანმოკლე დროში დაიპყრო.

შეგახსენებთ, რომ კაბა სოციალური ქსელიდან ნამდვილ ვირუსად იქცა თავისი განუსაზღვრელი ფერის გამო. ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერი, პოპ-ვარსკვლავი და მეცნიერი ვერ თანხმდება ლურჯია ეს კაბა შავი ზოლებით, თუ თეთრი ოქროსფერი ზოლებით...

სარეკლამო პოსტერზე გამოსახულია ერთ-ერთი მოდელი ამ ცნობილ კაბაში. სურათზე გაკეთებული წარწერა ნიშნავს: "ნუთუ ასეთი ძნელია მიხვდე, რომ ეს კაბა შავი ფერისაა ლურჯი ზოლებით? ყოველი 6 ქალბატონიდან ერთი - ძალადობის მსხვერპლია"...