ქართული ცეკვა ექსპრომტად კიევის ცენტრში და მფრინავი ქართველებით აჟიტირებული უკრაინელები
კიევში, კრეშატნიკის მოედანზე გამვლელები საინტერესო სანახაობის თვითმხილველები გახდნენ. ვიდეო "ფეისბუქზე" უკრაინელმა მომხმარებელმა განათავსა მინაწერით: "ქართველი კიევშიც ქართველია". კადრებზე ასახულია მოცეკვავეების ჯგუფი, ისინი ქართული ნაციონალური ცეკვის ილეთებს ასრულებენ ქუჩის მუსიკოსების ექსპრომტ მელოდიაზე. შეკრებილი კიეველები აჟიოტაჟითა და ოვაციებით ხვდებიან უფასო კონცერტს ქალაქის ცენტრში.
ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ, რომ მოცეკვავეები ქართული ანსამბლის, "იბერიელის" წევრები არიან, რომელიც უკვე 15 წელია უკრაინაში მოღვაწეობს.
ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ, რომ მოცეკვავეები ქართული ანსამბლის, "იბერიელის" წევრები არიან, რომელიც უკვე 15 წელია უკრაინაში მოღვაწეობს.