ყოფილი შეყვარებულის 6 ტიპი, რომელიც შესძლოა გამოჩნდეს ნებისმიერი გოგონას ცხოვრებაში

ყოფილი შეყვარებულის 6 ტიპი, რომელიც შესძლოა გამოჩნდეს ნებისმიერი გოგონას ცხოვრებაში
გულგატეხილი, განადგურებული.

ყოფილი შეყვარებულის 6 ტიპი, რომელიც შესძლოა გამოჩნდეს ნებისმიერი გოგონას ცხოვრებაში
ამ ტიპის ყოფილ შეყვარებულთან თითქმის წარმოუდგენელი იქნება მეგობრული ურთიერთობის გაგრძელება დაშორების შემდეგ. თქვენი დანახვისთანავე იგი მოირგებს განადგურებული, მიწასთან გასწორებული ადამიანის როლს, რომელსაც ამ ტკივილის ატანა არ შეუძლია, ხოლო თუ მან ერთი, ან ორი ბაკალი ლუდი დალია, მაშინ ერიდეთ, რადგან ამ დროს იგი გამწრებული, აგრესიული, მწყობრიდან გამოსული ადამიანია, რომელიც თქვენ კიდევ ერთხელ უკანასკნელ შანსს გთხოვთ და უარის მიღების შემთხვევაში კაცმა არ იცის რა მოხდება...

"ჰეი, როგორ ხარ? იცი მე დავქორწინდი!"


ამ ტიპის ყოფილი შეყვარებული თქვენ მალევე გაგაოცებთ უცაბედი ქორწინებით თქვენთან დაშორების შემდეგ. შენ ამ დროს ფიქრობ, რომ თითქოს შენ აბრკოლებდი და აყოვნებდი ამ ადამიანს, თანაც წარმოდგენა არ გაქვს, თუ როგორ. იგი სოციალურ ქსელში ტვირთავს 50 მდე საქორწინო ფოტოს, ხოლო შენი მეგობრები გითანაგრძნობენ შენ, თითქოს შენთვის სულ ერთი არ იყოს. სინამდვილეში შენ ამ დროს ბედნიერი ხარ, რომ არ დგახარ პატარძლის ადგილას თეთრ კაბაში გამოწყობილი.

ღამურა.


ამ ტიპის ადამიანი თვლის თავს ვალდებულად, რომ გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ღამის ორ საათზე. ყველა ეს შეტყობინება მოსაბეზრებელი და ბანალურია: "გამარჯობა", "როგორ ხარ?", "მომენატრე", "იცი, მე ახლაც შენზე ვფიქრობ"... ამ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს და რაც არ უნდა უთხრა, იგი მაინც არ წყვეტს სულელური მესიჯების გამოგზავნას. საქმე მიდის იქამდე, რომ როდესაც ხედავთ მის სახელს ეკრანზე, მაშინვე ტელეფონის გადაგდების სურვილი გიჩნდებათ.

"შენ ადრე ასეთი არ იყავი!"


და ხომ შეგეძლო რომ ყოფილიყავი ასეთი ჩვენი ურთიერთობის დროს? რატომ არ იცმევდი მაშინ ასე? რატომ არ გქონდე ასეთი ვარცხნილობა უწინ? მაინცდამაინც რატომ შეიცვალე ასე ჩვენი დაშორების შემდეგ? შენ ხვდები მას დაშორებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და იგი ცნობილი ჟურნალის ყდებზე დაბეჭდილი მოდელი ბიჭივით გამოიყურება...

სოციალური მანიაკი.


ეს ის ყოფილია, რომელსაც შენ დაშორდი რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ არა სოციალურ ქსელში. ის აგრძელებს შენს პროფილზე შემოსვლას და ყოველ სურათზე კომენტარის დაწერას. მისი მეგობრობიდან წაშლის შემდეგ იგი კვლავ გიგზავნით დამატების თხოვნას. რატომ აკეთებს ის ამას? მან თვითონაც არ იცის! თქვენი გადარჩენა მხოლოდ დიდებულ შავ სიას შეუძლია!

"ღმერთო, რაზე ვფიქრობდი?".


ეს ყოფილი შეყვარებულის ის ტიპია, რომლის დანახვის შემდეგაც გბურძლავთ: "ღმერთო ჩემო, ნეტა რაზე ვფიქრობდი?", "სად მქონდა თვალები?", "როგორ შემეძლო მასთან შეხვედრა?", "ნუთუ ასე ძაან ვერ ვიტანდი საკუთარ თავს?". პირადი კონტაქტის დროს შენ გიჩნდება სურვილი გაიქცე სადღაც შორს, ჩაიკეტო ოთახში და დაიწყო საკუთარი თავის განსჯა.