ბავშვების 13 საშინელი ისტორია, რომელთა მოსმენის შემდეგ დაგბურძგლავთ!

ბავშვების 13 საშინელი ისტორია, რომელთა მოსმენის შემდეგ დაგბურძგლავთ!
ბავშვები პატარა ანგელოზები არიან, რომლებიც მთელ დღეს თამაშსა და სიცილში ატარებენ, თუმცა მათ ხანდახან ძალიან კარგად გამოსდით, იყვნენ უცნაურები და საშიშები. რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი მათი ფრაზის შემდეგ ვენებში სისხლი გვეყინება? იცოდით, რომ ბავშვების აზროვნებას ძალიან ხშირად გამოიყენებენ კინოინდუსრიაში, საშინელებათა ფილმების გადაღების დროს.

რატომ? როგორ? საიდან ჩნდება მათ ნათელ გონებაში ასეთი ფიქრები და აზრები?

წაკითხეთ ეს ისტორიები, რომლებსაც ბავშვები უყვებიან თავიანთ მშობლებს და ნათესავებს და დაფიქრდი იმაზე, რომ ბავშვები არც ისეთი უსუსურები და უმწეოები არიან, როგორებადაც ჩვენ აღვიქვამთ მათ.

1. ჩემი საუკეთესო დაქალი ლენა გარდაიცვალა, როდესაც მე ორსულად ვიყავი. როდესაც ჩემ ქალიშვილს 3 წელი შეუსრულდა, იგი რაღაცაზე ისტერიულად იცინოდა. მე ვკითხე, თუ რაში იყო საქმე და მან მიპასუხა, რომ დეიდა ლენა ეთამაშებოდა მას და სასაცილო სახეებს იღებდა.


2. როდესაც ჩემ შვილს 4 წელი შეუსრულდა, ჩვენ ერთად ვუყურებდით დოკუმენტურ ფილმს "ტიტანიკის" შესახებ. ერთ-ერთ სცენაში, რომელშიც ქვაბებს აჩვენებდნენ, ჩემმა შვილმა თქვა: "ეს ყველაფერი სიცრუეა: ქვაბები მეორე მხარეს იდგა, ხოლო მე მანდ ვიდექი. აი, რატომ არ მიყვარს წყალი!".


3. ერთ დღეს ჩემმა შვილმა ძალიან წყნარი და მშვიდი ტონით მითხრა: "ნუ ნერვიულობ დედა, მე შენ არ მოგკლავ!".


4. როდესაც ჩემი ძმა პატარა იყო, იგი ყოველთვის გვაჩვენებდა თავს, თითქოს ანგელოზებს ელაპარაკებოდა. ერთ დღესაც დედამ შემთხვევით გაიგონა, თუ როგორ ელაპარაკებოდა იგი ვიღაცას: "მე არ შემიძლია მისი მოკვლა, ის ჩემი ერთადერთი მამაა!".


5. ერთ ღამეს ამტირალებული შვილი ლოგინში შემოგვივარდა მე და ჩემ მეუღლეს და გვითხრა, რომ მისი ოთახის ფანჯარაში დიდი მსუქანი კაცი, რომელსაც თავზე დიდი სისხლიანი ჭრილობა ჰქონდა, შემოძრომას ცდილობდა.


6. ერთ დღეს, როდესაც ვეხმარებოდი შვილს ჩაცმაში, მან სიცილი დაიწყო. ჩემს კითხვებზე, თუ რა იყო ამაში სასაცილო მას მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა, რომ მამაკაცი აცინებდა მას. მე შევეკითხე: "რომელი მამაკაცი?". "აი ის, რომელსაც კისერზე გველი ჰყავს შემოხვეული" - თქვა მან და მიმითითა შკაფზე. მე შემოვბრუნდი, თუმცა ვერავინ დავინახე. ახლა მე მეშინია ამ სახლზე ისტორიის მოსმენის, რადგან შესაძლოა სწორედ ამ შკაფში ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო.


7. ერთ დღეს ზაგრის მიღების დროს მზეზე ძალიან დავიწვი და დანით კანს ვიძრობდი. სწორედ ამ დროს ქალიშვილმა მთხოვა, რომ კანის ნაჭრები მისთვის მიმეცა და მითხრა, რომ მათ ქილაში საგულდაგულოდ შეინახავდა, ხოლო ჩემი სიკვდილის შემდეგ კანის ამ ნაჭრებისგან ჩემი სახის ნიღაბს დაამზადებდა, რადგან ასე მე მუდამ მის გვერდში ვიქნებოდი.


8. იმ ღამეს მე ჩემი სამი წლის ბიჭი ოთახში შემოვუშვი. მეუღლე სახლში არ იყო, ხოლო ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. სწორედ ამ დროს შვილმა ჩამჩურჩულა: "შენ იქნები იქ, სადაც მე მოვისურვებ, ხოლო ეხლა შეგჭამ!".


9. ჩემს პატარა ძმას ჰყავდა წარმოსახვითი მეგობარი სახელად როჯერი, რომელიც ჩვენს სასტუმრო ოთახში მდგარი მაგიდის ქვეშ, ცოლთან და 9 შვილთან ერთად ცხოვრობდა. ასე გრძელდებოდა სამი წლის მანძილზე, სანამ ერთხელ ჩემმა ძმამ არ გვითხრა, რომ როჯერმა საკუთარი ოჯახი ჩაცხრილა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.


10. ჩემი სამი წლის შვილი ვერაფრათ დგებოდა ლოგინიდან ვახშმის დროს. როდესაც ვეკითხებოდი მას, თუ როგორ ეძინა, იგი მპასუხობდა: "ცუდად, მთელი ღამე ბაბუა ბერნდი ფეხის თითებზე მიღაჭუნებდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა". ბაბუა ბრენდი, მამაჩემი გარდაიცვალა ბავშვის დაბადებამდე. ჩვენ შვილისთვის მის შესახებ არასდროს მოგვიყოლია.


11. სამი წლის ასაკიდან ჩემი შვილი ყოველთვის მიყვებოდა საფრთხობელას შესახებ, რომელიც ჩემი და ჩემი ცოლის ოთახში ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ვკითხე, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს საფრთხობელა, მან მიპასუხა, რომ მას სახე არ ჰქონდა.


12. ერთხელ, როდესაც ჩემი 2 წლის შვილი ლოგინში ჩავაწვინე დასაძინებლად მან მითხრა: "ნახვამდის მამა". მე ვუთხარი, რომ ამ დროს სწორი იქნებოდა, თუ მეტყოდა "ძილინებისა მამა", თუმცა მან შემდეგნაირად მიპასუხა: "არა მამა, ამჯერად სამუდამოდ ნახვამდის!".


13. ერთხელ ჩემმა პატარა ბიჭმა მითხრა: "დედა მე შენ ისე მიყვარხარ, რომ სურვილი მაქვს თავი მოგაჭრა და სულ თან გატარო. ასე მე საშუალება მექნება ყოველთვის გიყურო, როცა მომენატრები".