"მამა მყავს საავადმყოფოში..." - თბილისში ბიჭი ტაქსისტებს უფასოდ მგზავრობას სთხოვს, როგორ მოიქცევიან ისინი?

"მამა მყავს საავადმყოფოში..." - თბილისში ბიჭი ტაქსისტებს უფასოდ მგზავრობას სთხოვს, როგორ მოიქცევიან ისინი?
"პალიტრა TV"-ის ჟურნალისტების ჯგუფი საგანგებოდ ქმნის ექსტრაორდინარულ სიტუაციებს და ფარული კამერით იღებს მოქალაქეებს, რომელთა რეაქციები და საქციელი განსასჯელად გამოაქვს გადაცემაში "კაცია-ადამიანი?!".

ამჯერად, სოციალური ექსპერიმენტის მონაწილეები ტაქსის მძღოლები არიან. პეკინის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი ტაქსისტებს აჩერებს და მათ ასეთი თხოვნით მიმართავს: "მამა მყავს საავადმყოფოში, ფული არ მაქვს და დიღომში გამიყვანთ?". ნახეთ ვიდეოში, რას მოიმოქმედებენ ტაქსის მძღოლები.

სტატიის წყარო:palitratv.ge