საბაჟომ „სკანდალური“ კლიპი YOUTUBE-დან აიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მებაჟეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კლიპი, რომელიც 26 იანვარს ვიდეოპორტალ YOU TUBE-ზე განათავსა, რამდენიმე საათში დაბლოკა და აიღო. სავარაუდოდ კლიპის სერვერიდან აღების მიზეზი სოციალურ ქსელებში მისი მწვავე კრიტიკა იყო. თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კლიპის ჩამოწერა მის აღებამდე მოასწრეს და „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ მებაჟეების კლიპის სრულ ვერსიას. ჯერ- ჯერობით უცნობია თავად ფინანსთა სამინისტროში დამზადდა კლიპი თუ რომელიმე სტუდიამ გადაიღო. „პირველი რადიო“ შეეცდება ხადურის უწყებაში გაარკვიოს კლიპთან დაკავშირებული ყველა დეტალი