"Project Ara" - ახალი მოდულარული სმარტფონი

"Project Ara" - ახალი მოდულარული სმარტფონი
"Project Ara" გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თანამედროვე ტექნოლოგიური ინიციატივა. კორპორაცია "Google" ახალი მოდულარული პლატფორმის შექმნის პროცესშია, რომლის ნაწილების გადაადგილებასაც მომხმარებელი შეძლებს თავისი სურვილის მიხედვით. 2015 წლის იანვრის თვეში მომხმარებელმა იხილა "Project Ara"_ს პირველი პროტოტიპი.


ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს ნამდვილი ომი მწარმოებლებს შორის, რომლებიც ცდილობენ გამოუშვან გაუმჯობესებული სმარტფონები. რაც შეეხება "Project Ara"_ს მისი მიზანია შექმნას მოდელი, რომელიც იქნება გამძლე და მრავალფუნქციური.


ამ პროექტის მიერ შემუშავებული სმარტფონის მთავარ დეტალს წარმოადგენს ზემოთ სურათზე ნაჩვენები კარკასი, რომელზეც სხვა ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანი ნაწილი სპეციალური მაგნიტის მეშვეობით ეკრობა. ამ ნაწილების გამოცვლას შეძლებთ ნებისმიერ დროს.


კომპანია "Google"_ის განცხადებით ეს სმარტფონები უახლოეს მომავალში დიდი პოპულარობით ისარგებლებენ და სხვა მსხვილი კომპანიები აუცილებლად მიბაძავენ მათ.


მომხმარებელს შეეძლება მისცეს სასურველი ფორმა და ფერი თავიანთ ახალ სმარტფონს. მათი ფანტაზია შეუზღუდავი იქნება.


დღეს-დღეობით არსებობს ამ სმარტფონის ერთი პროტოტიპი სახელას "Spiral 2". კომპანია "Google" გეგმავს უკვე 2015 წლის შუა თვეში საპილოტო ვერსიების გაყიდვას პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე.