ქართული საშინელებათა ფილმი MTV-ზე - ამის ნახვის შემდეგ Skype-ს აღარასოდეს გამოიყენებთ!

ქართული საშინელებათა ფილმი MTV-ზე - ამის ნახვის შემდეგ Skype-ს აღარასოდეს გამოიყენებთ!
Skype-ში ვიდეოჩეთის დროს, მეგობრები მესიჯს იღებენ კლასელისგან, რომელმაც 1 წლის წინ თავი მოიკლა.
იხილეთ ვიდეო
თავდაპირველად ისინი ფიქრობენ, რომ მათ ვიღაც ბოროტად გაეხუმრა, მაგრამ როდესაც უცნობი იწყებს ახალგაზრდების ყველაზე საშინელი საიდუმლოებების გამხელას, ისინი ხვდებიან, რომ საქმე რაღაც არაამქვეყნიურთან აქვთ, რომელსაც მათი სიკვდილი უნდა. საშინელებათა ჟანრის ფილმი კინოეკრანებზე 17 აპრილს გამოვა.
ფილმის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ლევანი ცნობილი რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის ვაჟია. მისი კინოსარეჟისორო დებიუტი 2010 წელს შედგა კომედიური ჟანრის ფილმით Выкрутасы, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი ასრულებს.

სტატიის წყარო:marao.ge