ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთან ურთიერთობის აწყობაც რთულია

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთან ურთიერთობის აწყობაც რთულია
ზოგჯერ ყველაზე ძლიერი პიროვნება ყველაზე რთულიცაა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნეგატიური, მანკიანი და შხამიანი ადამიანები არიან, უბრალოდ მათთან ურთიერთობის აწყობა ძალიან ძნელია. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ზოდიაქოს მიხედვით 7 ყველაზე რთულ ნიშანს, რომელთან ურთიერთობაც ძნელია. 

  1. მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
    არ იფიქროთ, რომ თუ მერწყული სხვა ადამიანს და მათ განსხვავებას ღებულობს, მათთან ურთიერთობაში თავშეკავებულია ან ადვილად უახლოვდება. სამწუხაროდ, ემოციების პრობლემის გამო, მერწყულთან ურთიერთობა რთულია. 

    რთული გამართო დიალოგი მასთან, ვინც არ გისმენთ და ჩაკეტილია, როცა თქვენ ემოციებს გამოხატავთ.მერწყულს გარშემომყოფების მიმართ თანაგრძნობის უნარი არ აქვს, მაგრამ მოითხოვს რომ ახლობლებმა ემოციები გააწონასწოროს. 

    მერწყული არ განიხილავს, თუ რა აწუხებს და მაინც ელოდება რომ თქვენ გაიგებთ მის გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არ საუბრობს. 



  2. ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
    ვერძი მხიარული პარტნიორია, თუ მის მაგალითს მისდევთ და მის მოთხოვნებს პასუხობს. მას სხვისი აზრი არ აინტერესებს და იშვიათად აანალიზებს მისი ქმედების შედეგებს. თუ მზად ხართ, ყოველთვის შეცდომა დაუშვათ ვერძთან ერთად, მაშინ ერთმანეთს გაუგებთ. 

    თუმცა, თუ თქვენ არ გიყვართ კონფლიქტი, რისკი და ორაზროვნად მორალური კოდექსით სარგებლობთ, მაშინ ელოდოთ რთულ ურთიერთობას ვერძთან. ის ზედმეტად მომთხოვნია სხვების მიმართ და მოთმინების ნიშანწყალი არ აქვს. 

    არასდროს აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა. აღიარების ნაცვლად ახალ თავგადასავლებში გადაეშვება და დაივიწყებს ამის შესახებ. თუ ვერძთან პრობლემები გაქვთ, არც ეცადოთ ამაზე ისაუბროთ, სავარაუდოდ, ის სხვა საქმით იქნება დაკავებული. 



  3. მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
    მორიელი ცნობილია იმით, რომ ყოველთვის ღებულობს იმას, რაც სურს და ეშმაკსაც წაუღია ყველა, ვინც მას გზაზე გადაეღობება. მორიელი - დომინანტი პიროვნებაა და ყოველთვის საკუთარი მოსაზრებით იხელმძღვანელებს. 

    თავი შორს დაიჭირეთ გაბრაზებული მორიელისგან, რადგან ბრაზს პირდაპირი გაგებით მსხვერპლზე ანთხევს. 

    თუ მორიელი ფიქრობს, რომ მოატყუეთ ან კიდევ უფრო უარესი უღალატეთ, ამის შესახებ არ გეტყვით, უბრალოდ მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლით და, სავარაუდოდ, შურისძიების გეგმაზე იფიქრებს. ის სხვების სუსტ წერტილს ადვილად აგნებს და თავის სასარგებლოდ იყენებს. 



  4. ტყუპი (21 მაისი - 20 ივნისი)
    ტყუპი მშვიდი და მომხიბვლელი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი გაფანტულობა და კონცენტრირების უუნარობა გაგაღიზიანებთ. მისი ყურადღების შენარჩუნება ძნელია, ისივე როგორც აიძულოთ მოსმენა. ტყუპი ზედმეტად მგრძნობიარეა და შეიძლება გაბრაზდეს იქ, სადაც გასაბრაზებელი არაფერი იყო. 

    როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ მათ პატივს არ სცემენ ან ტკივილს აყენებენ, თავს გულგრილად მოგაჩვენებთ. ამბობენ ერთს, მაგრამ აკეთებენ განსხვავებულ რამეს. 



  5. ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
    როცა ქალწული საფრთხეს გრძნობს, ამ ადამიანს ახლოს არ გაიკარებს. ქალწული მკაცრი კრიტიკოსია, და ინანებთ, თუ ამა თუ იმ საკითხის მიმართ მისი აზრით დაინტერესდებით.

    ქალწული შეიძლება ზედმეტად ულმობელი და განმკიცხველი იყოს. ის მომთხოვნია და ნებისმიერ წვრილმან შეცდომას ხედავს, რომელიც თქვენ დაუშვით. იცის, რა და როგორ უნდა გაკეთდეს სწორად და თვლის, რომ თქვენ ამას არასწორად აკეთებთ. 



  6. კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
    კუროსთან რთულია ურთიერთობა, რადგან ზედმეტად ჯიუტია. როცა ჯიუტობს, მასთან ურთიერთობს შეუძლებელია. მას კომპრომისის კონცეფცია არ ესმის და თვლის რომ მას ერთადერთი სწორი აზრი აქვს. 

    კურო შეიძლება უხეში და უყურადღებო იყოს სხვა ადამიანების მიმართ. უგულებელყოფს სხვების ემოციებს. კუროსთან საუბარია იგივეა, რაც ბეტონის კედელს თავი ურტყათ. 



  7. თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
    თხის რქა თვლის, რომ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის და შეიძლება ზედმეტად ჯიუტი იყოს. არ უყვარს გარისკვა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ შეეცდებით ამ კომფორტის ზონიდან მის გამოყვანას, ელოდეთ უსიამოვნებას. თხის რქა გულჩათხრობილია. 

    თუმცა უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე თვლით და თუ მას ზიანი მიაყენეთ, არ დაიწყებს ამის განხილვას, არამედ თქვენთან ურთიერთობას გაწყვეტს. თხის რქას, როგორც წესი, ყველაფრის კონტროლი უყვარს, რაც მას ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიშნად ხდის.