ქალური შარმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ქალური შარმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოგიერთი მოდური ჟურნალის ვარაუდით, ყველაზე ლამაზი გოგონები ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან. ზოგიერთი ასტროლოგი ლამაზ ქალებად მერწყულებსა და სასწორებს მიიჩნევს. ხოლო ინტერნეტფორუმებზე ხშირად ყველაზე ლამაზ ქალებად მორიელებს ასახელებენ. ნაწყენი რომ არავინ დაგვრჩეს, შევეცდებით თორმეტივე ნიშანი დავახასიათოდ და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი, თევზები
კირჩხიბი ქალების სილამაზე თვალშისაცემია. თუ მისი გულის მოგება შეძელით, გაგიმართლათ. მასში შერწყმულია მზრუნველი დედის, ერთგული ცოლისა და კარგი დიასახლისის საუკეთესო თვისებები. იგი დახვეწილად და ელეგანტურად იცვამს. არასდროს ავიწყდება აქსესუარები, რომელსაც იდეალურად უხამებს სამოსს.

ლამაზმანი კირჩხიბები: მერილ სტრიპი, ლივ ტაილერი, იზაბელ აჯანი


თავად მორიელი საკუთარ თავს სილამაზის ეტალონად მიიჩნეს. ეს ყოველთვის ასე არაა, იგი უფრო ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩევა, ვიდრე სილამაზით. მაგრამ მორიელი იმდენად სექსუალურია, რომ ერთი მზერით შეუძლია კაცებს თავგზა დააკარგვინოს. თუმცა, ადვილად არ ემორჩილება ძლიერ სქესს. ის თავადაც ძლიერი ნატურაა და პარტნიორს ათასგვარ გამოცდას მოუწყობს. ამასთანავე, არ დაელოდება სანამ თავს დაესხმიან, იგი პირველი მიიტანს იერიშს. მორიელი ქალი ისე იმოსება, რომ ხაზი გაუსვას თავისი სხეულის სილამაზეს.

ლამაზმანი მორიელები: ჯულია რობერტსი, სოფი მარსო, დემი მური


შეიძლება ითქვას, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ საკმაოდ მომხიბლავი ქალები იბადებიან. ისინი ცივი სილამაზით, იდუმალებით იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. მათ პარტნიორებს მუდმივი სურვილი აქვთ გაათბონ, გააცინონ, სიყვარულით აავსონ ეს არსებები. ცივი და უკარება თევზები შინაგანად მეტად ვნებიანი ქალები არიან, მაგრამ შეუძლიათ გრძნობების კონტროლი. ამასთანავე, მათ კარგი გემოვნება აქვთ და დახვეწილად იცვამენ.

ლამაზმანი თევზები: ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, ევა ჰერციგოვა, დრიუ ბერიმორი

ქალური შარმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
სტატიის წყარო:astrologi.ge