პატარა გმირები

პატარა გმირები
ნათან ტომსონი, 9 წლის.
ბავშვმა ჭრილობა თვალზე მიიღო მაშინ, როდესაც სცადა დედის გადარჩენა ნარკომანისაგან, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. ნატანი ჰიუ კლარკს, რომელსაც დედამის მოკვლა ჰქონდა განზრახული, ზურგზე შეახტა, თუმცა თაცდამსხმელმა შეძლო ბავშვს გამკლავებოდა და მას თვალში დანის ტარი ჩაარტყა. ყოველივე ამის შემდეგ ბავშვმა შეძლო სახლიდან გამოპარვა და მეზობლების მოშველიება. როგორც ბოლოს გაირკვა, ბავშვის დედას 8 ჯერ ჰქონდა დარტყმული დანა, თუმცა იგი საბედნიეროდ გადარჩა.

პატარა გმირები

2. ალექსის გუდისი, 7 წლის.
პირველი კლასის მოსწავლე ალექსის გუდისი შეგვიძლია მოვიხსენიოთ საკუთარი დედის ნამდვილ მფარველ ანგელოზად. სალეტი პარკერის (ბავშვის დედა) საყვარელმა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაწყვიტა მისი ჩაცხრილვა მანქანაში, სადაც იგი შვილთან ერთად იმყოფებოდა. პირველი გასროლის შემდეგ, რომლის შედეგადაც დედა თავში დაიჭრა, ბავშვი გადმოხტა მძღოლის სავარძელზე და საკუთარ დედას გადაეფარა, რის შედეგადაც მას მოხვდა 6 ტყვია: თავში, თვალში, მკერდში, მარჯვენა ხელში, მკლავში და ლოყაში. სასწაულებისამებრ გოგონა ცოცხალი გადარჩა...



3. კამალ ნეპალი, 12 წლის.
ამ ბავშვმა იხსნა 2 წლის გოგონას სიცოცხლე, რომელიც კლდეზე 20 მეტრიან ბზარში ჩავარდა. მაშველები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ პატარა გოგონას ამოყვანას, თუმცა უშედეგოდ. როდესაც კამალმა თავისი უფროსი ძმისგან შეიტყო, რომ პატარა გოგონას ეს ამბავი შეემთხვა, მან დაუფიქრებლად გადაწყვიტა გოგონას დახმარება. სიბნელის გამო კამალს დაახლოებით 20 წუთი დაჭირდა, რომ ჩაეღწია ღრმულში გოგონამდე, ხოლო მათ ამოყვანას მაშველებმა დაახლოებით 15 წუთი მოანდომეს. პატარა გმირს სახეზე მხოლოდ ერთი ნაკაწრი ჰქონდა...



4. იზაბელ კილინგი, 12 წლის.
იზაბელას დედა ჯოანა შეუძლოდ გახდა გაურვკვევეი პრეპარატის მიღების შემდეგ, რის შედეგადაც იგი შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. გონების წასვლამდე დედამ მოახერხა შვილისთვის ეთქვა, რომ მას 911_ში დაერეკა. თქვენ წარმოიდგინეთ 2 წლის გოგონამ მოახერხა დამოუკიდებლად ნომრის აკრეფა და პოლიციისთვის ზუსტი მისამართის თქმა. სასწრაფო დახმარებამ დროულად მოახერხა ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანა და მისი გადარჩენა. როგორც მოგვიანებით გაირკვა სწორედ იმ დღეს იზაბელა უყურებდა საბავშვო გადაცემას, რომელშიც ასწავლიდნენ ბავშვებს, თუ როგორ უნდა დაერეკათ მათ პოლიციაში.



5. აგუსტინ რობინეტი, 6 წლის.
როდესაც დედას მშობიარობა დაეწყო სახლში, გარშემო არავინ იყო გარდა მისი 6 წლის შვილისა. დედამ თხოვა შვილს დაერეკა მამისათვის და შეეტყობინებინა ეს ამბავი. აუგსტინი სწორედ ასე მოიქცა. მეუღლე სახლში რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოჩნდა და მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა.



6. კოდი მაკსინი, 5 წლის.
კოდმა იხსნა თავისი 3 წლის ძმის სიცოცხლე, როდესაც მის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა. დედას სახლის ერთი ბოლოდან მეორეში გადასვლა არ შეეძლო, რადგან მთელი სახლი ცეცხლის ალში მოექცა. ხუთი წლის გმირმა შეძლო სამი წლის ძმის გამოყვანა ოთახიდან და მისი უსაფრთხო აგილზე გადაყვანა.



7. ჩარლი სიმპსონი, 7 წლის.
პატარა გმირმა გადაწყვიტა დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ჩარლიმ თავის ველოსიპედს ჩააბა პატარა კალათი, რომელსაც გაუკეთა წარწერა: "მე ვარ ჩარლი სიმპსონი და ვაგროვებ ფულს, რათა დავეხმარო უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს საჭმლითა და სხვა საჭირო პროდუქტებით". გარდა ამისა მან გამოაქვეყნა განცხადება ერთ-ერთ საიტზე. მოკლედ ბავშვმა, რომლის გეგმაც 500 ფუნტი სტერლინგის შეგროვებას წარმოადგენდა, შეძლო და მოაგროვა 120 000 ფუნტი სტერლინგი.



8. მაიკლ ბოურონი, 8 წლის.
მაიკლი მამასთან ერთად სატვირთო ავტომობილით ბრუნდებოდა საკუთარ ფერმაზე, როდესაც მანქანას ბორბალი გაუსკდა და ამოყირავდა. როდესაც მამა გონს მოვიდა აღმოაჩინა, რომ მისი ფეხი ავტომობილის სალონში გაჭედილიყო და გადმოსვლას ვერ ახერხებდა, რათა ვინმე საშველად მოეხმო. სწორედ ამ დროს მაიკლმა შეძლო გატეხილი ფანჯრიდან გამოძრომა და მამის განთავისუფლების საქმეს შეუდგა, რაც მის ძალებს აღემატებოდა. ამის შემდეგ 8 წლის გმირმა რაციით მაშველების მოხმობა გადაწყვიტა, თუმცა იგი არ მუშაობდა, რადგან ავარიის შედეგად დაზიანდა. მამის კარნახით მაიკლმა შეძლო რაციის შეკეთება და მაშველების გამოძახება.



9. აიდან ტერნერი, 10 წლის.
ბიჭის დედა ამანდა სმიტი შეუძლოდ გახდა, როდესაც იგი აბაზანაში დუშს იღებდა. გონების დაკარგვის შედეგად დედა მთლიანად წყალში აღმოჩნდა და სუნთქვაც აღარ შეეძლო. სწორედ ამ დროს აიდანმა აღმოაჩინა, რომ დედა ცუდად იყო და მას სუნთქვის საშუალება არ ჰქონდა... ბავშვმა მთელი ძალების გამოყენებით შეძლო დედას წყლიდან ნახევრად ამოყვანა და შემდეგ საშველად ბებიას მოუხმო.



10. მადი მაკრეი, 11 წლის.
ძლიერი წვიმების შედეგად ხიდის სავალი ნაწილი, რომელზეც მადის ოჯახი მანქანით გადაადგილდებოდა, ძლიერ დაზიანებული იყო. მანქანა, რომელშიც მადი დედასთან და 2 დასთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა და ჩაიძირა. გოგონამ გატეხილი ფანჯრიდან გამოცურვა შეძლო და საშველად იქვე მყოფ ფერმერებს მოუხმო. მათ სასწრაფოდ დარეკეს პოლიციაში და დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდადა მანქანის ამოყვანა მდინარიდან თოკების მეშვეობით. საბედნიეროდ მადის ოჯახის ყველა წევრი გადარჩა...