როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები

როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები
ახალი წელი ქრონიკულ ნაბახუსევს იწვევს და ამ დღესასწაულს გარკვეული გართულებებიც ახლავს, რის გამოც მანამდე არსებული ცხოვრების რიტმის დაბრუნება ჭირს. თუმცა ფორმაში დასაბრუნებლად ნებისმიერს თავისებური მეთოდი აქვს შემუშავებული. ზოგიერთს ეს საერთოდ არ სჭირდება...

ზალიკო სულაკაური, კარიკატურისტი:
- ამ ახალ წელს სტამბულში შევხვდი. ორი დღეა, რაც ჩამოვედი და სიმართლე რომ გითხრა, ქეიფს ახლა ვიწყებ.

- ზოგადად, რა ხერხი გაქვს ნაბახუსევიდან გამოსლისა და ფორმაში ჩადგომისთვის?
- მე სულ ფორმაში ვარ (სიცილით ამბობს)... ხომ იცი, კახელს რომ ჰკითხეს, - "პახმელიაზე" ხარ ხოლმეო? და პასუხობს: ვიცლი, რო ვიყო პახმელიაზეო... მოკლედ, მე "გამოსვა-შესვლა" არ მაწუხებს. როგორც შევდივარ, ისევე, "უხმაუროდ" გამოვდივარ (სიცილით ამბობს)...

- ამ საახალწლოდ სტამბულში რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გადაგხდა?
- გინდა გითხრა, ჩემთვის თოვლის პაპა როდის "დამთავრდა"?

- როდის?
- როცა ჩემი მშობლები, ჩემს უფროს ძმას, ბაკურს თოვლის პაპის ფორმაში რთავდნენ, მაგ დროს, მე და ჩემმა ტყუპის ცალმა სამზარეულოში შემთხვევით შევიხედეთ, ანუ იქ, სადაც ბაკური ირთვებოდა... ჰოდა, იმის მერე აღარ მჯერა თოვლის პაპის... მაშინ მაგარი შოკი მივიღე...

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წლის შეხვედრაც მინდა, გავიხსენო: 80-იან წლებში, 31 დეკემბერს, 11:55 წუთზე სახლში ხანძარი გაგვიჩნდა და ცეცხლის ჩაქრობას 1-ელ საათზე მოვრჩით... მოკლედ, ეს იქითა საუკუნეში იყო...

- ცეცხლი რას გაუჩნდა?
- ნაძვის ხეს გაუჩნდა და ახალი ნაძვის ხე დაგვეწვა... ბამბაზე "ხლაპუშკა" აფეთქდა და ცეცხლიც ასე გაჩნდა. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით. ხომ მძიმე იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის ახალი წელი მახსოვს.

- მერე როგორ წავიდა ის წელი, ანუ ეს ამბავი კარგის ნიშანი იყო?
- ჩვეულებრივად ჩაიარა, როგორც ყოველთვის, უბრალოდ, ხანძარმა გაამძაფრა თავიდან ყველაფერი და მერე დარჩა ისტორიად.

ზურა ნიჟარაძე, მსახიობი:
- მორჩა, სახლიდან აღარ გავალ და ტელეფონსაც გამოვრთავ, თორემ მეგობრები მეძახიან და ვიცი, დამალევინებენ...

- ახალ წელს ნასვამი შეხვდი?
- არა, საღამო მიმყავდა. როცა საქმე მაქვს, არ ვსვამ. ისე, 1-ელში, 2-ში კი დავლიე, 3-შიც - ცოტა, ნაბახუსევზე.

- ჰოდა, როგორ გამოდიხარ მაგ მდგომარეობიდან, ფორმაში როგორ დგები - ამისთვის რაიმე მეთოდი გაქვს?
- გააჩნია რამდენი მაქვს წინა დღით მირთმეული. თუ ბევრი მაქვს დალეული, მინერალური წყალი და ძილი მშველის. თუ ცოტა მაქვს დალეული, მაშინ წვნიანი კერძი და 1 ბოთლი ლუდი.

- ამ ახალ წელს რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გადაგხდენია?
- ახლაც "პახმელიაზე" ვარ და დამიჯერე, ვერც კი ვფიქრობ...

ზაქრო ინწკირველი, იუმორისტი:

- არ ვარ დიდი მსმელი... წელსაც მხოლოდ დავილოცე...ასე რომ, ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა არ მჭირდება, სულ ფორმაში ვარ.

- არც რაიმე სახალისო ამბავი გადაგხდენია?
- ამბავი არა და ერთი ფაქტი გამახსენდა: სახალისო ის იყო, რომ გურიაში შევხვდი ერთხელ ახალ წელს და 9-ის წუთებზე სროლა ატყდა. 12-მდე ვერ მოითმინეს გურულებმა (სიცილით ამბობს) და 10 წუთში გაჩერდნენ...

ვახო ბიჭიკაშვილი:
- ქუთაისში ბედობას საღამო მიმყავდა და ცხადია, დალევამ მომიწია. გავერთეთ. 1-ელში, 2-ში მე და ნიკა არაბიძე სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთს დავებედეთ.

-
ორივე კიდევ მაყურებელს, რადგან ტელევიზორში მხოლოდ თქვენ ჩანდით...
- (იცინის) ჰო... ფორმაში ჩადგომას ახლა ვაპირებ, რაიმე განსაკუთრებული ამას არ სჭირდება. ახლა ბავშვის გასეირნებითა და გართობით დავკავდები, მოკლედ, ოჯახს დავუბრუნდები და ეგ არის.

- საახალწლოდ რაიმე ხომ გადაგხდებოდა თავს?
- არაფერი ისეთი, მაგრამ ერთი მახსოვს მწარედ და მძიმედ, ცოტა კი მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ მაინც გეტყვი: 31-ში მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში საღამო მიმყავდა. 12 საათი ხდებოდა, რომ საპირფარეშოში შესვლა მომინდა, არადა, არ მინდოდა, რომ იქ შევხვედროდი ახალ წელს და თავის შეკავებას ვცდილობდი. მოკლედ, საშინელ დღეში ვიყავი, არადა, მრავალჟამიერი მქონდა გამოსაცხადებელი და გონება ამერია...

მოკლედ, როგორღაც გადავრჩი, "სირთულეები" დავძლიე. თუმცა როგორ გახდა 12 საათი და როგორ მოვიდა ახალი წელი, ვერაფერი გავიგე. საპირფარეშოში პირველის წუთებზე შევედი, ანუ უკვე 2015 წელს.
სტატიის ავტორი: ლალი ფაცია
სტატიის წყარო:ambebi.ge