დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე

დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე
ცნობილი ადამიანები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და ცდილობენ მუდამ კარგ ფორმაშიც იყვნენ. ზედმეტი კილოგრამები კი არამარტო ცნობილებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გვანაღვლებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს და მათი წონის საიდუმლოს.

დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ახალბედა დედაა. მომღერალმა ფეხმძიმობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. ნინის მტკიცებით, მას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მან რაციონიდან პური და ტკბილეული ამოიღო და ყოველდღიურად ვარჯიშობდა. მომღერალი ახლა იმაზე მეტად გამხდარიცაა ვიდრე ფეხმძიმობამდე.


მომღერალი მარიტა როხვაძე საქართველომ პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო. მომხიბვლელმა, მაგრამ პუტკუნა გოგონამ პროექტის დასრულების შემდეგ 3 თვეში დაახლოებით 17 კილოგრამი დაიკლო. მარიტა იხსენებს, რომ ერთ დღესაც მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თითქმის სულ შიმშილობდა, ძალიან ცოტას მიირთმევდა, ძირითადად მოხარშულ წიწიბურასა და ხილს. ყოველდღიურად, რამდენიმე საათს კი ვარჯიშს უთმობდა. შედეგი კი შთამბეჭდავია.


პუტკუნა ლელა წურწუმია კი ალბათ არავის გემახსოვრებათ. მომღერალი ხომ ყოველთვის უზადოდ გამოიყურება. ლელა წონას მუდმივად აკონტროლებს და პერიოდულად დიეტაზეც დგება. მომღერალი დიეტის დროს თითქმის სულ შიმშილობს, ყავასა და ჩაის კი რაციონიდან არასდროს იღებს.


მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები თიკა ჯამბურიას ტკივილად იქცა. მომღერალმა კი შეძლო, რომ 12 კილოგრამი დაეკლო. თიკას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მომღერალი ჯანსაღ კვებაზე გადაერთო ყოველ საღამოს სეირნობდა და დღის მანძილზეც ბევრს მოძრაობდა.


ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე წლებია ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. ჟურნალისტმა არაერთი დიეტა სცადა. ბოლო თვეებია კი უკვე საგრძნობლად დაიკლო და წონასაც ინარჩუნებს. ნანუკმ ბრინჯის 10 დღიანი დიეტა დაიცვა. მოხარშული ბრინჯის, მაწონისა და მასაჟის წყალობით ნანუკამ შესამჩნევად მოიკლო წონაში.
სტატიის წყარო:intermedia.ge