5 რჩევა, რომელიც თავიდან აგარიდებთ წონის მომატებას ახალ წელს

5 რჩევა, რომელიც თავიდან აგარიდებთ წონის მომატებას ახალ წელს
არასდროს წახვიდეთ სტუმრად მშიერი.


თუკი დაპატიჟებული ხართ სტუმრად და გადაწყვიტეთ წასვლა, მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ნუ წახვლათ სადმე მშიერი. სახლიდან გასვლამდე მიირთვით რამე ნაკლებად კალორიული: მოხარშული ხორცი, უმარილო ყველი, სალათა და ა.შ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ თავი გააკონტროლოთ სტუმრად და არ დატვირთოთ ორგანიზმი მაღალ კალორიული საკვებით.

მიანიჭეთ უპირატესობა ხილს.


მაქსიმალურად შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ ხილს. საბედნიეროდ საახალწლოს სუფრაზე ხილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია და მისი დეფიციტი პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ აივსებით ენეერგიით, ასევე მოიკლავთ შიმშილის გრძნობას ისე, რომ არ მოგიწევთ ცხიმიანი და მაღალ კალორიული საკვების მიღება.

მიირთვით პატარა პორციებით.


აიღეთ პატარა თეფში და მოათავსეთ მასზე სხვადასხვა სახის საკვები და სალათა. ამ გზით თქვენ შეძლებთ გასინჯოთ ბევრი სხვადასხვა სახის კერძი და ამავდროულად არ მიიღოთ კალორიების დიდი რიცხვი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ აუცილებელია მიირთვათ ნელა და მიიღოთ სიამოვნება თითოეული ლუკმისაგან, რათა ორგანიზმა სწრაფად შეძლოს მისი გადამუშავება.

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი ან უშაქრო სასმელები.


თავი მოარიდეთ სპირტიან და შაქრის შემცველ სასმელებს, თუ გსურთ თავიდან აირიდოთ წონაში მომატება.

შედით კონტაქტში ხალხთან.


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სტუმრობის მთავარი მიზანი საყვარელი ადამიანების ნახვა და მათთან კონტქტია. მთავარია არ ჭამოთ შეუსვენებლად, არამედ დატკბეთ საყვარელი ხალხის გარემოცვაში ყოფნით.