"ისე უქნიათ, ყოველდღე უცემიათ ერთმანეთი" - რა გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატების ჩხუბს სოციალურ ქსელში

"ისე უქნიათ, ყოველდღე უცემიათ ერთმანეთი" - რა გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატების ჩხუბს სოციალურ ქსელში
"ფეისბუქში" გუშინ პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს ეხმაურებიან:

ალექსი პერტიაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი:
"ვიღაცამ გუგულის გადაუფრინა"!
დილიდან ევრონიუსზე აჩვენებენ გუშინდელ კორდებალეტს პარლამენტში! თანაც, ამბობენ ჩხუბი ევროპის საბჭოში დელეგაციის ქვოტებისთვის იყოო ))) რა საჭიროა მსრთლა ან საელჩოები, ან ლობისტები, ან რატიფიკაციაზე ჩასვლა/არ ჩასვლები! ერთი ტყაპატყუპი და ევრონიუსზე ხარ! ცოტა უფრო მძაფრი თუ იქნება ძალადობის სცენები, CNN ზეც ვიქნებით! ხოდა იდეა დამებადა! ჩვენც გადავიღოთ ჩვენი "კუკუშკა". კაპიკები დაგვიჯდება. შემსრულებლები - სუპერ! მსახიობები ჩვენი არ გვყავს თუ რაა? სიუჟეტიც - მმაგაარ - ევროპა-დედა-რუსეთი - ევროპაც ყველას პირზე აკერია, დედაც და რუსეთიც! და შევკლასავთ ევროკავშირში! რაღაც კრეაწივნი უნდა გავაკეთოთ, თორე რეფორმებით შორია, ლობისტებით ძვირია! ასე კიდე უცებ ჰოპ და შიგნით ხარ!
ჩვენი ეროვნული პეწი რო შეგვენარჩუნებინა, გადავწყვიტე სულ ოდნავ შემეცვალა სახელი და დამერქმია "ვიღაცამ გუგულის გადაუფრინა" თან რეალისტურია, თან აი სათაურიდანვე რო ჩაგითრევს რა! მე უბრალოდ იდეა გითხარით! (ქალბსტონ გუგულის ჩემი ღრმა პატივისცემა!)".

ზურაბ ჭიაბერაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"ყველას კი არ აქვს, ძმაო, ფრენის ტრ*კი".

გიორგი კანდელაკი, დეპუტატი:
მიუხედავად იმისა რომ კაკო ბობოხიძის გინება გახშირებულ შეურაცხყოფასა და გინებაზე პასუხი იყო და მიუხედავად იმისა რომ ჩხუბის თავები უბრალოდ მთვრალები იყვნენ, ასეთი რამ პარლამენტში, ცხადია, არ უნდა ხდებოდეს არც მიკროფონით და არც მიკროფონს მიღმა. მან ამისთვის რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და მეც მსურს მოვიხადო.

ამ სამწუხარო ინციდენტის დროს გამოჩნდა რომ უმრავლესობის დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთადერთი ფუნქცია ჩხუბი და აყალ-მაყალია. თქვენ ალბათ ვერ გაიხსენებთ მათ მიერ დასმულ აზრიან ანაც უაზრო კითხვებსა თუ გამოსვლებს გინდ ბიუჯეტზე, გინდ საგარეო პოლიტიკაზე ან რაზეც გნებავთ იმაზე. დღეს კი, უნდა უნდა გენახათ მათი ეგზალტირებული სახეები და თვალები - ისინი ხომ „ქართველობას" იცავდნენ.
და მაინც, წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სწორედ დღეს მოხდა. საქართველოს მთავრობის ფორმალურმა, მაგრამ მეთაურმა თქვა რომ პუტინი არ არის არც საქართველოს და არც უკრაინის მტერი. ამ განცხადებით იამაყებდნენ ისეთი მოღვაწეები როგორებიც იყვენენ სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და მისთანები.

ერთია ემოციები, მეორე კი ცხელ გულზე მთავარი საკითხების არდავიწყება.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"evronews-ზე საქართველოს პარლამენტში გუშინ მომხდარი ჩხუბი(((((((((((((( იამაყონ ..:..))))) საქართველოს ფარგლებს გასცდა მათი საგმირო საქმეები((. კაცები -დეპუტატები, რომლებსაც კომენტარის გაკეთებაც არ უნდათ მნიშვნელოვან თემებზე და მხოლოდ ჩხუბში თუ გამოიყენებ... თან რა ბიჭები გვყოლია პარლამენტში...კაი მჭამელები...კაი გამრტყმელები... ვაოცებთ ევროპას !!! :(((((
***
ვაიმე... ისე უქნიათ, ყოველდღე უცემიათ ერთმანეთი.... ვისაც მოგწონთ ეს ამბავი, დატკბით)))) გარეთ კი 21-ე საუკუნეა და 2015 წელი დგება".

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"სანამ უმრავლესობის მოჭიდავეები პარლამენტში ხელებს იქნევდნენ, ჭიდაობის ფედერაციაზე კონტროლი დაკარგეს. მიუხედავად უდიდესი სახელისუფლებო ზეწოლისა, მათი ფალავანი, ვალერი გელაშვილი ხახამშრალი დარჩა. მივესალმები ჭიდაობის ფედერაციის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს მანუჩარ კვირკველიას და ვულოცავ ჭიდაობის ოჯახს ამ ღირსეულ გამარჯვებას!".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
"კაკო ბობოხიძეს იმედია აუხსნიან რომ დედის გინება არ მოსულა. ტეხავს! განსაკუთრებით,
მანდილოსანი კოლეგების და განსაკუთრებით, როდესაც ხალხმა აგირჩია და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტში ზიხარ და კიდევ უფრო განსაკუთრებით, როდესაც ასეთ ბანძ საქციელებს ოპონენტებს უწუნებ! მათზე ცუდათ არ უნდა მოიქცე, ვისაც აკრიტიკებ. თავის გამოსვლას გვერდიდან რომ შეხედავს, იმედი მაქვს გაუტყდება!"

***
"ზვიადაური როგორც იქნა აკეთებს იმას რისთვისაც შეიყვანეს ამ შენობაში! ძაან ცუდია ის, რაც პარლამენტში ხდება!"

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:
"დარბაზიდან გასული ვიყავი.
დაბრუნებისას გავიგე რომ დარბაზში ჩხუბი იყო.
შევედი, დიდი აურზაური დამხვდა.
უცბად ვერაფერში გავერკვიე, ჩემს ადგილზე ავედი და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე. ამასობაში ზვიადაურის დამშვიდებას შევეცადე და რომ ვიფიქრე სიტუაცია განმუხტვისკენ მიდიოდა - ატყდა ამბავი.
მიკროფონების სროლა, ლანძღვა-გინება და ფიზიკური აგრესია.
როგორ და რა მომენტში ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩემსა და აგრესორებს შორის ბ-ნი ლევან ბერძენიშვილი აღმოჩნდა და ჩემი მიმართულებით ნასროლი საგანი მოხვდა.
გულწრფელად ვწუხვარ.
დანარჩენზე ლაპარაკიც არ მინდა".

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:
"ტატამია, ტატამი!..
კაკო კი იმსახურებდა ისე.

დედას რომ შეგაგინებენ თან მიკროფონში, მთელი ქვეყნის გასაგონად , მერე საპასუხოდ ჩხუბი ბუნებრივი რეაქციაა.

აბა, ერთმა ყველას აგინოს და სხვები ჩუმად იჯდნენ, არ გამოვა. ცხადია, ჩხუბი და კაჩაობა არაა პოლიტიკოსის საქმე და არც მოსაწონი არ არის, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფაზე რეაქცია ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში ერთნაირი აქვთ".
სტატიის წყარო:ambebi.ge