რა მიწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე
ვარკეთილში, 19 წლის დათო ხარაზიშვილის გარდაცვალების დეტალებზე მისი მეგობრები საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის მეგობარმა, გიორგი ბაბოშვილმა განაცხადა, დავით ხარაზიშვილი მეგობარმა გოგონამ საღამოს საათებში სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც გოგონას მამა, ბაბუა და ძმა 19 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ზურგის არეში დანით დაჭრეს.
"ვიცით, რომ გოგომ მოსწერა ფეისბუქზე, რომ საქმე ჰქონდა და ჩასულიყო. დათო ჩავიდა. შემდეგ სადღაც გავიდნენ მანქანით და ჯავახეთის ქუჩაზე, სხვა მანქანით მივიდნენ ამ გოგოს ბაბუა, მამა და ძმა. სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრილი გარდაიცვალა", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.
"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა გარდაცვლილის ბიძას, გიორგი ელიზბარაშვილსაც. მისი თქმით, გოგოს, რომელსაც დათო ხარაზიშვილი შეხვდა, პირადად იცნობდა. ბიძის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს გოგონა გარდაცვლილის შეყვარებული იყო.
"ეს იყო მეგობარი გოგონა. შესაძლოა ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა სტატუსი არ ჰქონდა მათ ურთიერთობას. სხვა დროს მათ შორის კონფლიქტის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა ბიძამ.
რაც შეეხება გარდაცვალების დეტალებს, როგორც გიორგი ელიზბარაშვილმა აღნიშნა, დათო გოგონასთან შესახვედრად დედის
ავტომობილით იყო გასული.
"დათოს ამ გოგოს მამა, ბიძა და ძმა ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დაჭრეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, დათო ცდილობდა სახლამდე მოეღწია დაჭრილს, რომ ვინმესთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი, თუმცა შუა გზაზე სისხლისგან დაიცალა. მანქანის გაღება და გაჩერება მოასწრო. იგი მანქანიდან გადმოვარდნილი აღმოაჩინეს", - აცხადებს გიორგი ელიზბარაშვილი.
ახლობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ არასრულწლოვანი გოგონას მამა. ძმა და ბაბუა კი, მათი ინფორმაციით, ჯერ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
მეგობრების ინფორმაციით, დათო ხარაზიშვილი ფოტომოყვარული იყო.
"ინტერპრესნიუსი" იმყოფებოდა გოგონას ბებიას სახლშიც, თუმცა, როგორც ბებიამ აღნიშნა, მისი შვილიშვილი რამდენიმე დღეა იმ სახლში აღარ ცხოვრობს.