რჩევები მამაკაცის პოტენციალის ასამაღლებლად
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტის მიღებამ ლაბორატორიული თაგვების სექსუალური ფუნქცია გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე იოგურტის პოზიტიური ზემოქმედება ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებიც სექსუალური პოტენციალის ამაღლებას უწყობს ხელს.
ჩვევად აქციეთ ყოველდღიურად ნუშისა და თხილის მიღება. ისინი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ორგანიზმში (მათ შორის სასქესო ორგანოებში) სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. სისხლის მიმოქცევის სიჩქარის ზრდა თავის მხრივ, ლტოლვას და ერექციას აძლიერებს. მამაკაცებისთვის ასევე სასარგებლოა ზეითუნის ზეთის და ავოკადოს მიღება, რადგან ეს პროდუქტები სისხლში ტესტოსტერონის დონეს ზრდის.
წარმატებული სექსისთვის სასარგებლოა ხამანწკაც. იგი დიდი ოდენობით თუთიას შეიცავს. მოცემული ქიმიური ნივთიერება კი, სპერმის გამომუშავებისთვისაა აუცილებელი. თუთიის შემცველი საკვები პროდუქტებია ასევე: კვერცხი, თევზი, კიბორჩხალა და შავი შოკოლადი.
სექსუალური პოტენციის სტიმულირებას ახდენს შვრიაც. მის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები აზოტის ოქსიდთან ერთად, სისხლის მამოძრავებელ ორგანოებს ამკვრივებს. მოცემული ამინომჟავები მედიცინაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება, რადგან იგი სასქესო ორგანოს ზონაში არსებული კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს.