''გიგი ყველაზე კარგი ბიჭია, მართლა მაგარი ადამიანია და ძალიან მიყვარს'' - ანა მარგველაშვილის გათხოვების დეტალები
როგორც უკვე იცით, პრეზიდენტის ქალიშვილი გიგი ჩიჩუაზე გათხოვდა. 22 წლის გიგი საქართველოში წარმატებული დიჯეი და რეპერ თიელი-ს ძმა არის. გიგი და ანა შეყვარებულები რამდენიმნე წელია იყვნენ და სასიძოს პრეზიდენტიც კარგად იცნობდა. ანას თავისი ურთიერთობის გახმაურება არ უნდოდა. დაქორწინება სპონტანურად გადაწყვიტეს, მაგრამ იმის გამო, რომ ანა სწავლობს, ქორწილს ჯერ არ გეგმავენ. მეგობრები გიგის დადებითან ახასიათებენ. კომენტარისთვის მომღერალ თიკა ჯამბურიას ''პრაიმტაიმი'' დაუკავშირდა, რომელიც წყვილის საერთო მეგობარია.
“გიგი ყველაზე კარგი ბიჭია, მართლა მაგარი ადამიანია და ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, შეიძლება იდეალურიც ითქვას და რაც მთავარია ძალიან ბედნიერები არიან”. - განაცხადა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ ''პრაიმტაიმთან''.