გაინტერესებთ ნუცა ბუზალაძესა და რატი გაჩეჩილაძეს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არის თუ არა? წაიკითხეთ ნუცას კომენტარი
"ცეკვავენ ვარსკვლავები" - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუ, რომელსაც თვალს თითქმის მთელი საქართველო ადევნებს. შესაბამისად მაყურებელს ცეკვებთან ერთად შოუს კულვარული ამბებიც აინტერესებს.
ბოლო ორი კონცერტია ნუცა ბუზალაძე მაღალ შეფასებებს იმსახურებს. მასზე ყველა შეთანხმდა, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარე გოგონაა. რა მოლოდინი აქვს ნუცას შოუსგან და რას დანარჩენ მონაწილეებზე, ამაზე "დრონი.ჯი"-მ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა:
ნუცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბოლო ორი გამოსვლა ძალიან კარგი გქონდათ. საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურეთ. ელოდით თუ არა ასეთ ოვაციებს და რა ემოციები გქონდათ?
- მე და რატის გეგმაში გვქონდა, რომ რუმბაზე მაგარი გამოსვლა უნდა გვქონოდა. ეს ცეკვა რატიმ დადგა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ასეთი ცეცხლოვანი და ენერგიული გამოსულიყო. ლაივზე ასეთი ემოციით თუ ვიცეკვებდი არ მეგონა. სცენაზე ორმაგად მეტი ემოცია წამოვიდა. ყველაზე მაგარი ღამე იყო, რომელიც სულ მემახსოვრება.
რამდენ ხანს რეპეტიციობთ დღის განმავლობაში?
- დილით 2 საათს ვრეპეტიციობთ ისევე, როგორც ყველა. მაგრამ მე საღამოს "თელაში" მივდივარ და გვიან ღამემდე ვცეკვავ ხოლმე.
გასაგებია, რომ რატი გაჩეცილაძესთან მეგობრობ, თუმცა მის გარდა განსაკუთრებულად კიდევ ვის დაუმეგობრდი?
- ყველასთან ვმეგობრობ. რატი და მისი ძმა გიგი გამორჩეულად მიყვარს, მაგრამ ვმეგობრობ ვიქტორიასთან, ნოდიკოსთან, ჯულიანასთან, სალომე და ზურასთან. ლევან ახვლედიანთანაც ვმეგობრობ. ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე.
ხშირად ხდება, რომ წყვილებს შორის სასიყვარულო ურთიერთობები იწყება. შენ და რატის შორის თუ ხდება რამე?
- მე და რატი იმდენად ერთნაირები ვართ რომ გამორიცხულია, ეგ ძალიან შორსაა ჩვენგან. ამას როცა გვეკითხებიან ყოველთვის გვეცინება ხოლმე. ძალიან მაგარი ბიჭია, თუმცა ვმეგობრობთ.
როგორ ფიქრობ მოიგებ ცეკვავენ ვარსკვლავებს?
- ამიტომაც ჩავერთე პროექტში. მოგება, რომ არ მინდოდეს არც მივიღებდი მონაწილეობას. რატი ძალიან მონდომებულია. თუ მაყურებელი დაგვიჭერს მხარს ყველაფერი კარგად იქნება.