ექსკლუზივი – ინდირა ჯგერნაია ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს – " ძმაც ეცადა დამლაპარაკებოდა. გვქონდა პრობლემები"
ინდირა ჯგერნაიამ "პრაიმტაიმს" თავის პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ სამი წელია მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობს და არც ისეთი კომუნისტია, როგორ მასზე ამბობდნენ. მომღერალი და მისი რჩეული ბავშვობიდან მეგობრობენ. გელფრენდ ბოიფრენდის ამპლუაში თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
ინდირა ჯგერნაია: – მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვინაობას არ ვასახელებ. უკეთილშობილესი და ღვთისნიერი ადამიანია, განსხვავებულია. ჩემთვის კარგის მეტი არაფერი უნდა.
– ქუთაისში თქვენი არაოფიციალური კავშირი თვალში არ ეჩხირებათ?
– რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემები. ჩვენ ორივე მორიელები ვართ და არავისი აზრი არ გავითვალიწინეთ. უფროსი ძმაც ეცადა დამლაპარაკებოდა. ჩემგან ასეთ საქციელს არ იმსახურებდა, მაგრამ იცის, რომ ხელოვანი ვარ და ასე ბედნიერი ვარ. ამიტომ თვითონაც ბედნიერია. მთავარია სიყვარული იყოს, და თუ თეთრი კაბა არ მეცმევა და საქორწინო ბეჭედი არ მეკეთება, არ არის ჩემთვის აუცილებელი. ბევრი მინახავს ოფიციალური ქორწინების მერე ორ წელში დანგრეული ოჯახით. ეს არ არის სიყვარული. სიყვარული პირველ რიგში შეჩვევაა, რომელსაც მოსდევს ურთიერთ– გაგება, თანადგომა. მის გვერდით ყველაფერი გინდა. არც ისე კომუნისტი ვარ, როგორც მიწოდებდნენ. მინდა მათ ვუთხრა, ჩემნაირი სიყვარული ეპოვოთ, ჩემსავით ბედნიერები ყოფილიყვნენ და გარშემო ისეთი ადამიანები ჰყავდეთ როგორც მე, ჩემზე მეტი გააკეთონ და მერე ილაპარაკონ.