ირანელი, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, ირანის საკონსულომ საქართველოდან გააძევა
"უკვე ათეული წლებია თბილისის შუაგული საროსკიპოებადაა ქცეული"
"ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომლები და იქ მომუშავე პერსონალი ჩემს თანამშრომელს არასრულწლოვანი მოზარდის სექსუალურ მომსახურეობას სთავაზობდნენ"
"ამ ბავშვების ნაწილი იკრიბება ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, მერე იქ მათ ვიღაცა აძლევს ინსტრუქციას და ისინი ქალაქის მასშტაბით იფანტებიან"
არაოფიციალური ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუციის შემთხვევები სულ უფრო და უფრო იმატებს. ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია, რასაც სოციალური დაუცველობა და სიღარიბე ჰქვია. გვესაუბრება უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:
- როცა ბავშვთა პროსტიტუციაზე ვლაპარაკობ, სამწუხაროდ, მე ამის ფაქტები მაქვს. ამ რამდენიმე ხნის წინ, ინფორმციის მიღების შემდეგ, აღმაშენებლის გამზირზე ჩვენგან გავიდა მონიტორინგის ჯგუფი, როემლამც ფარულად გადაიღო სცენა, როდესაც ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომლები და იქ მომუშავე პერსონალი ჩემს თანამშრომელს არასრულწლოვანი მოზარდის სექსუალურ მომსახურეობას სთავაზობდნენ... ლაპარაკია დაახლოებით 14-15 წლის გოგონაზე. ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, მათ შორის ტელევიზიითაც, საზოგადოება გამოეხმაურა ჩვენს ინფორმაციას. აღმაშენებლის გამზირიდან რამდენიმე ათეული იქ მცხოვრები ადამიანი დაგვიკავშირდა. ერთიანი ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში მდებარე სტრიპტიზ კლუბი გაუქმდა. მივაღწით იმას, რომ დაირღვა ის ე.წ. სამეწარმეო საქმიანობის თაობაზე დადებული შეთანხმება, რომელიც კომპოზიტორთა კავშირსა და კონკრეტულ ირანელ მოქალაქეებს ჰქონდათ დადებული. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეომასალა მივაწოდეთ. როდესაც ტელევიზიით და მასმედიის საშუალებით გადის ამა თუ იმ დანაშაულზე, ისედაც ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირება მოახდინოს, თუმცა მათი აზრით, ამ ვითარებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, რადგან თურმე დანაშაულის ფაქტი არ არსებობდა და ეს იყო მხოლოდ შეთავაზება. არადა, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არასრულწლოვნები არიან ამ სეგმენტში ჩართულნი. მეტიც, სადაც ჩვენ ეს ვიდეომასალა გადავიღეთ, იმ ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, მომდევნო დღეებში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს... ჩათვალეთ, რომ ყოველი ე.წ. ქუჩის ბავშვი, სექსუალური ძალადობისა და არსარულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის პოტენციური მსხვერპლია.
- რადგან სამართალდამცველთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა, ბრძოლა რა გზებით გააგრძელეთ?
- აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობა უკიდურესად გაღიზიანებული იყო და იმუქრებოდა, სექსმუშაკებს დავიჭერთ და თავებს გადავპარსავთო... ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მსგავსი ძალადობა თავიდან აგვეცილებინა. გამოსავალი ის ვიპოვეთ, რომ ირანის საკონსულოს წერილობით მივმართეთ. მეორე დღესვე დაგვიკავშირდა კონსულის თანაშემწე და გვითხრა, რომ ჩვენს მოწოდებულ ფაქტზე რეაგირება მოახდინეს და ის პიროვნება, რომელსაც კომპოზიტორთა სახლში ჰქონდა სტრიპტიზკლუბი გახსნილი, ქვეყნიდან გააძევეს. რომ დამირეკეს ასე მითხრეს, ეგ პიროვნება, ვისზეც მოგვეცით ინფორმაცია, ახლა ჩვენთან ერთად არის აეროპორტში და იქ ვუშვებთ, საიდანაც ჩამოვიდაო. ამის შემდეგ კიდევ ერთმა ირანელმა, რომელსაც იქვე აღმაშენებლის გამზირზე ჰქონდა ანალოგიური დაწესებულება, როგორც ჩანს, იფიქრა, მეც არ გამაძევონო და იმ ტერიტორიაზე დახურა ეს დაწესებულება. ირანის საელჩოსთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის.
- სტატისტიკის მიხედვით, თბილისში რა რაოდენობით არასრულწლოვანია პროსტიტუციაში ჩაბმული?
- ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 22 გოგონა გვყავს აღრიცხული, აქედან ოთხი 13 წლისაა, დანარჩენების
ასაკი 13-დან 16 წლამდე მერყეობს. აქედან 5 რუსი ეროვნებისა, თუმცა საქართველოს მოქალაქეა. ჩვენი დაკვირვებით, ამ ბავშვების ნაწილი საღამოობით იკრიბება ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, მერე იქ მათ ვიღაცა აძლევს ინსტრუქციას და ისინი ქალაქის მასშტაბით იფანტებიან. ჩვენ ახლა ვცდილობთ დავადგინოთ ის ორგანზებული ჯგუფი, ვინც ამ ბავშვებს უწევს ექსპლუატაციას.
- ეს გოგონები ე.წ. ქუჩის ბავშვების კატეგორიას წარმოადგენენ?
- არა მხოლოდ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც ოჯახები აქვთ და პატრონი ჰყავთ. ამას წინათ ერთი საშინელი ამბავი მოხდა გლდანში, არასრულწლოვანი გოგონა ავად გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, აღმოჩნდა, რომ 13 წლის ბავშვს პრეზერვატივი ჰქონდა გადაყლაპული. მამამისი თავს იკლავდა, ეს რომ გაიგო...
- იმ ბავშვების შესახებ, ვინც თქვენ აღრიცხეთ, პოლიციას თუ აცნობეთ?
- რა თქმა უნდა, მაგის მეტს რას ვაკეთებთ, მაგრამ იძახიან ფაქტზე თუ არ დავაკავეთ ვინმე, ისე არაფერი შეგვიძლიაო. ამ მიმართულებით კანონმდებლობაა სასწრაფოდ შესაცვლელი. მინდა, იმ კანონმდებლებს მივმართო, ბუსუსებიან პრეზერვატივზე რომ წერენ კანონ-პროექტებს, უკვე ათეული წლებია თბილისის შუაგული საროსკიპოებადაა ქცეული, ბევრად უკეთესი იქნება, ბუსუსებიან პრეზერვატივზე ფიქრს, ამ სეროზულ პრობლემას მიხედონ! ამ დანაშაულის პრევენციისთვის მთელი რიგი საკანონმდებლო ბაზა უნდა შემუშავდეს. ჩემი ინფორმაციით, ბავშვებმა, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე "ბირჟაობდნენ", ახლა გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, დგანან. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი ამ საკითხზე უკვე მუშაობს.. ამ პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ დავდევთ და მასალებს ვაგროვებთ. ბავშვთა პროსტიტუციასთან ბრძოლაში ხელისუფლებასთან ერთად, თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მასმედიასაც შეუძლია. ასევე ვთხოვ საზოგადოებას, ამგვარ შემთხვევთან დაკავშირებით თუ რაიმე ინფორმაცია ექნებათ, აუცილებლად გვაცნობონ.