როგორ გავხდეთ სასურველი მისთვის?

როგორ გავხდეთ სასურველი  მისთვის?
იყოთ რომანტიული, ელეგანტური, მამაკაცური, აი რა იზიდავთ მანდილოსნებს ყველაზე მეტად. ჩვენ გთავაზობთ ძალიან კარგ რჩევებს, რომლებიც დამტკიცებულნი არიან მეცნიერულად, თუ როგორ გავხდეთ სასურველნი და მიმზიდველნი მანდილოსნებისათვის.


როგორ უნდა გეცვათ?


ჯინსი. თუკი გსურთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს მაშინ ჩაიცვით ჯინსი Levi’s 514s სტილში. ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ჟურნალის "Harper’s Bazaar"_ის კვლევებმა დაადასტურეს, რომ ამ სტილის ჩაცმულობა ძალიან იზიდავს მანდილოსანს და მასში აღვივებს ვნებას.

მაისური. ჩაიცვით რამე ისეთი, რომელიც ზუსტად მოაჯდება თქვენს ბიცებსსა და მკერდს. სან-ანტონიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქალების ძალიან დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ჩაცმულობა იზიდავს.

ტყავის ქურთუკი. ოჰაიოში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქალბატონების უმრავლესობას ძალიან მოსწონს ტყავის ქურთუკი მამაკაცებზე, რადგან ეს მათ ბევრად სექსუალურსა და მიმზიდველს ხდის.


რა წესები უნდა დავიცვათ?


მამაკაცის ბუნებრივი სურნელი. მართალია პარფიუმი კარგია და ნამდვილად იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცს ყველაზე მეტად შეუძლია მოხიბლოს და მოაჯადოვოს მანდილოსანი თავისი ბუნებრივი სუნით. წაივარჯიშეთ ცოტათი დარბაზში. ეს გაზრდის ტესტოსტერენის დოზას თქვენს ორგანიზმში. თქვენი ბუნებრივი სურნელება ქვეცნობიერად ძალიან მოსწონს და აღაგზნებს ქალბატონს.

სისუფთავე. მამაკაცებო გაითვალისწინეთ, რომ თუკი გსურთ მოხიბლოთ და მიიზიდოთ მანდილოსანი, პირველ რიგში საჭიროა სისუფთავე.

გამოიძინეთ კარგად. როდესაც თქვენი ორგანიზმი გადაღლილია და სჭირდება დასვენება, მისი ორგანიზმი წყვეტს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან თქვენს სექსუალურობაზე.


რა ვაჭამოთ?


ისპანახი. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინი A და იოდი, რომლებიც მაქსიმალურად ზრდიან სექსუალურ პოტენციალს.

ჭარხალი. ის ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის ფორმირებას ორგანიზმში, რაც აუმოჯბესებს სისხლის მიმოქცევას და იწვევს აგზნებადობას.

კაკალი. მათ შემადგენლობაში შედის ალფა-ამინომჟავა სახელწოდებით ელარგინი, რომლებიც ორგანიზმში უშვებენ ნეირომედიატორებს, რაც პასუხისმგებელია ბედნირების განცდაზე.