რატომ გვიზიდავს საყვარელი მამაკაცის სუნი?
ყველასათვის კარგად ნაცნობია ფაქტი, რომ ქალებს ახასიათებთ რიგი უცნაური ჩვევებისა და თვისებებისა: გიჟდებიან განუსაზღვრელი რაოდენობით შოკოლადის ჭამაზე, შეუძლიათ მთელი დღის შოპინგში გატარება, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ყიდულობენ ახალ წყვილ ფეხსაცმელს, მაგრამ მათ ყველაზე უცნაურ და გამაოგნებელ ჩვევას, თვისებას წარმოადგენს მათი სიყვარული და ლტოლვა საყვარელი მამაკაცის სუნისადმი.
თუ რატომ გვიყვარს ასე მამაკაცის სურნელი, ამას ახსნას ვერ მოვუძებნი, თუმცა ეს ფაქტია და სიმართლეს 100 პროცენტით შეესაბამება (მანდილოსნები დამეთანხმებიან). ძალიან ცოტა რამაა იმაზე სექსუალური და მიმზიდველი, ვიდრე ვარჯიშიდან დაბრულებული საყვარელი მამაკაცის უყურება, როდესაც იგი იცვლლის მაისურს. დეოდორანტის სუნის, მისი მამაკაცურობისა და სხეულის ბუნებრივი სურნელის კომბინაცია, შერწყმა ჩვენი გასაოცარ გრძნობასა და სურვილებს აღძრავს.
მართალია ხალხი ათასობით ლარს ხარჯავს იმაში, რომ მოიშოროს და თავიდან აირიდოს ოფლის შემაწუხებელი სუნი, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ გაუაზრებლად, ქვეცნობიერად გვიყვარს და ვგიჟდებით მასზე.
ჩაგიცვამთ ოდესმე თქვენი მეგობარი ბიჭის მაისური და კომფორტულად გიგრძვნიათ მასში თავი, ისე, რომ გახდაც აღარ მოგნდომებიათ? მაშინ თქვენთვის ეს ფენომენა, მოვლენა უცნობი ნამდვილად არ არის.
იცოდით, რომ ადამიანის ორგანიზმი შედგება დიდი რიგი მოლეკულებისაგან, სახელწოდებით ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსი (MHC), რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე და ასევე განაპირობებს ჩვენი სხეულის სუნს. თითოეული ადამიანისათვის ამ მოლეკულების კომპლექსი განსხვავებულია. კვლევების თანახმად კი დადგინდა, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდება კაცის MHC საპირისპირო სქესის წარმომადგენლის MHC_საგან, მით უფრო იზიდავს ქალბატონს იგი.
1995 წელს ჩატარებული სპეციალური კვლევის დროს, 44 მამაკაცს ჩააცვეს ერთი და იგივე მაისური და თხოვეს ორი დღე არ გაეხადათ იგი, ამასთან ერთად, არ უნდა გამოეყენებინათ საშუალებები, რომლებიც მათ ბუნებრივ სუნზე იმოქმედებდნენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალებს მოეწონათ იმ მამაკაცების სურნელი, რომელთა მოლეკულების კომპლექსი მაქსიმალურად განსხვავდებოდნენ მათი მოლეკულების კომპლექსებისაგან.
რა თქმა უნდა მხოლოდ ბუნებრივი სურნელი არაა მამაკაცის სექსუალურობის განმაპირობებელი და არსებობს სხვა უამრავი ფაქტორი, თუმცა გახასოვდეთ, რომ თქვენს ბუნებრივ სურნელს ძალიან დიდი წილი მიუძღვის მანდილოსნის მოხიბლვაში.