პატრიარქი კირილი: Relax and Enjoy ჩვენი დევიზი არ არის
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ დევიზი Relax and Enjoy ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს. ეს განცხადება პატრიარქმა ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე გააკეთა. „ეს დევიზი დღეს საერთაშორისო სლენგად იქცა. Relax and Enjoy ეს არის „დაისვენე და იგრძენი სიამოვნება“. რუსულად - „არ დაიძაბო, მარტივად შეხედე“ ან „შენ რა ყველაზე მეტი გინდა? - დაისვენე, იკაიფე“. გმირობის გარეშე სრულყოფა არ არსებობს. ჯვრის ტარების გარეშე შეუძლებელია სრულყოფა. მოისროლეთ ყოველგვარი პროპაგანდა, რომელიც ამბობს რომ Relax and Enjoy არის გზა სრულყოფისაკენ. ეს დეგრადაციის გზაა. და არა მარტო პიროვნების არამედ მთელი ცივილიზაციის“, - აცხადებს რუსეთის პატრიარქი.