8 ფაქტი, რომელთა შესახებ დედა არასდროს გესაუბრება

8 ფაქტი, რომელთა შესახებ დედა არასდროს გესაუბრება
შენი დაბადების პირველი წამებიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ადგილი გიჭირავს დედის გულში. მას ყველაზე ძალიან სწორედ შენ უყვარხარ და ყოველთვის ზრუნავს შენზე... რას არ გააკეთებს ის შენი კეთილდღეობისათვის...



ძალიან ბევრჯერ შენ გამხდარხარ მისი ცრემლების მიზეზი.


იგი ტიროდა, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, იგი ტიროდა მშობიარობის დროს, იგი ტიროდა, როდესაც პირველად აგიყვანა ხელში, იგი ტიროდა ბედნიერებისაგან და სიხარულისაგან, როდესაც გაჩნდი შენ და იგი ყოველთვის ტირის, როდესაც რაღაცა გიჭირს შენ.

დედა განიცდის და დარდობს ჩვენზე.


შენი დაბადებიდან მოყოლებული, იგი ყველაფერს აკეთებს, რომ დაგიცვას ავისაგან. ყოველ წუთს, როდესაც შენ გადიხარ სახლიდან, ის ყოველთვის ნერვიულობს და მოუთმენლად გელოდება, სანამ შინ დაბრუნდები.

მას ტკივა.

8 ფაქტი, რომელთა შესახებ დედა არასდროს გესაუბრება
მას ტკიოდა არა მხოლოდ მშობიარობისა და ორსულობის დროს, არამედ ტკივა დღეს. თითოეული შენი ცუდი საქციელი, თითოეული მაღალი ტონით წამოსული სიტყვა შენი პირიდან, მას ძალიან ტკივა.

მან იცის, რომ ის იდეალური არაა.


იგი თავისი თავის კრიტიკოსია. მას გათვითცნობიერებული აქვს თითოეული თავისი შეცდომა, რის გამოც ვერ იტანს საკუთარ თავს. მას უნდა, რომ იყოს იდეალური დედა და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

შენი ცრემლები ყოველთვის უტეხავენ მას გულს.


შენი ტირილის ხმა ყველაზე საშინელი და საზარელი ხმაა, რაც კი ჩაესმის მას. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რათა შენი ცრემლები არ დაინახოს.

ის ტკბება შენით, როდესაც გძინავს.


ყოველთვის, როდესაც სახლში დაღლილი მოდიხარ და დასაძინებლად წვები, იცოდე, რომ ის შენი ყურებითა და ალერსით ტკბება.

ის ყოველთვის მზადაა გაიაროს იგივე გზა.


მიუხედავათ იმ ტკივილებისა, დაღლისა, ტანჯვისა, წამებისა, იგი მზადაა ყველაფერზე ხელახლა წავიდეს შენი კეთილდღეობისათვის.