სამაჩაბლოს სოფლებში ღამღამობით ღვთისმშობელი მოთქვამს
თამარა შენზე, აჩაბეთზე, ქურთასა და კეხვზე როკის გვირაბამდე და რაჭამდე უმოკლესი გზა გადის, მაგრამ თურმე რამდენიმე კვირაა, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში ღამღამობით ოსები და რუსები შესვლას ვეღარ ბედავენ და შემოვლითი გზით დადიან. არავინ იფიქროს, ქართველთა გადამწვარი სახლების დანახვისას სინდისი აწუხებდეთ, ამის მიზეზი, უბრალოდ, შიშია. ყოველ ღამით ქართული სოფლების სალოცავთა თავზე ჩნდება ნათება, რომელსაც ხან ღვთისმშობელს ამსგავსებენ და ხან წმინდა გიორგის. ცარიელ სოფლებში კი ბავშვების ტირილი და ხმამაღალი გოდება ისმის. ამის გამო რუსებმა წვერიახოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიც კი მიატოვეს. ამ საგუშაგოდან ღამღამობით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ენები კეხვის ეკლესიიდან და მერე როგორ ქრება უცებ. ამ ფაქტის უამრავი თვითმხილველი არსებობს. იმასაც ამბობენ, ოს მოხუცებს ეშინიათ, ამ ამბის გამო, მათ შვილებს რაიმე უბედურება არ დაატყდეთ თავს. ომის დაწყებამდე სასწაული მოხდა დავით აღმაშენებლის საფლავზეც, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერედვის გამგებლის მოადგილესთან, ალექსანდრე მაისურაძესთან, რომლის თქმითაც, მსგავსი სასწაული თითქმის ყველა მიტოვებულ ქართულ სოფელში ხდება:
- პირადად მე არ მინახავს, მაგრამ გამგეობაში უამრავი ადამიანი მოდის, რომელმაც ეს სასწაული საკუთარი თვალით იხილა. საღამოხანს თითოეული სალოცავის თავზე ბურუსივით ჩამოდგება ხოლმე ნათება. ასეთივე ნათება ჩნდება სოფელ თრისის სალოცავის თავზე, აქ ადრე ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა იქ ერთ ქართველს ვეღარ ნახავთ. ასეთივე ნათება დგება ერედვისა და ქედიჯვრის სალოცავების თავზეც.
- ამბობენ, რომ ეს ნათება ხან ღვთისმშობლის, ხანაც წმინდა გიორგის სახეს იღებს და ბავშვებისა და ქალების ტირილი ისმისო...
- მე ვიცი, რომ ნათება ნელ-ნელა თეთრებში ჩაცმული ქალის გამოსახულებას ემსგავსება. ეს, ალბათ, ღვთისმშობელია. ღვთისმშობელი ღამით მოთქმით და ძალიან ხმამაღლა ტირის. და ეს ყოველდღე მეორდება.
- როგორც ვიცი, ასეთი სასწაული კეხვის ციხეზე, ძელიცხოვლის ეკლესიაზე, ქურთის წმინდა გიორგის ეკლესიის თავზე და სასაფლაოზეც ხდება.
- მართალია. ყველგან ერთდროულად ტირის ღვთისმშობელი. ოსები და რუსები ღამით ამ სოფლებში შესვლას ვეღარ ბედავენ, ალბათ, მალე დღისითაც ვეღარ გაივლიან. ვინც გაბედა და ღამით იმ სოფლებში შევიდა, ყველას რაღაც უბედურება დაემართა. ზოგი ავარიაში მოყვა, ზოგიც გზიდან გადაიჩეხა.
- წვერიახოს პოსტი მართლა მიატოვეს რუსებმა?
- მიატოვეს, რა თქმა უნდა, ყველას ეშინია იქ გაჩერების, მაგრამ მარტო ეს არ გვიშველის, ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი.
ამ თემასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ეკლესიის პოზიციითაც დაინტერესდა. ვესაუბრეთ ნიქოზის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ისაიას, რომელმაც გვითხრა, რომ მსგავსი ამბავი მასაც უამბეს, მაგრამ, რადგან პირადად არ უნახავს, კომენტარისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ქვას, ის ომამდე ორი კვირით ადრე ატირებულა, ეს მრავალჯერ შენიშნა ექსკურსიამძღოლმა და ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ამცნო. „პრაიმტაიმი“ მეუფე კალისტრატეს ესაუბრა:
- მე ვნახე, როგორ ტიროდა დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. ვიფიქრე, ვინმემ წყლით ხომ არ დაასველა-მეთქი, მაგრამ ექსკურსიამძღოლმა გოგონამ ტირილი დაიწყო: არა, მეუფეო, თავისით სველდებაო. მე მაქვს წაკითხული, რომ, როცა წმინდა განსასვენებელი ტირილს დაიწყებს და ცრემლს გამოყოფს, ქვეყანას განსაცდელი ემუქრება. და მართლაც დაიწყო ომი ორ კვირაში.
- ადრე თუ მომხდარა დავით აღმაშენებლის საფლავზე მსგავსი რამ?
- არ ვიცი. მე პირადად არ მახსოვს, ასე საფლავის ქვას ეტიროს...
- როგორც თქვეს, ეს სისველე რაღაც ზეთოვანი იყო.
- არა, არა, ზეთოვანი ნამდვილად არ იყო, უფრო ცრემლს ჰგავდა. დაცვარული იყო ძალიან, მარტო განსასვენებელი კი არა, მთელი ის მიდამო. გარშემო სიმშრალე იყო და მხოლოდ იქ შეიმჩნეოდა სისველე, იქამდე კი წყალი არ აღწევდა. სამაჩაბლოს ამბავზე კი მე პირადად ვერაფერს გეტყვით, არ მინახავს.
P.შ. საქართველოში სასწაულები იშვიათობა არასოდეს ყოფილა. მით უმეტეს, ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. მას კი მხოლოდ სასწაულების იმედზე ყოფნა კი არა, დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.