რა არის და როგორ მუშაობს ბოტოქსი?

რა არის და როგორ მუშაობს ბოტოქსი?
ა ტიპის ბოტულინუმის ტოქსინის, იგივე ბოტოქსის ინიექცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურაა მსოფლიოში, თუმცა ამ პოპულარობის მიუხედავად, უამრავი მითი არსებობს მის შესახებ. იმასაც კი ამბობენ, რომ ის ბოტულიზმს იწვევს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სამაგიეროდ, ეს იმას ნიშნავს რომ ხალხს არ ესმის, თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს ბოტოქსი.

რა არის ბოტოქსი?
ბოტოქსი არის ტოქსინი, რომელიც ბაქტერია Clostridium botulinum-სგან მიიღება. ფარმაცევტული კომპანიები აწარმოებენ და ყიდიან ამ ტოქსინის რამდენიმე სახეობას, თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. ნაოჭების გასასწორებლად ძირითადად გამოიყენება Dysport ან Myobloc სახელით ცნობილი ტოქსინები.

ნამდვილად აქრობს ბოტოქსი ნაოჭებს
?
ბოტოქსი ნაოჭებს არ აქრობს, ამას ვერსაც ამოიკითხავთ. თუკი ექიმი გარწმუნებთ, რომ ბოტოქსით გაგიქრობთ ნაოჭებს, გირჩევთ, მოერიდოთ.
ბოტოქსი ნაოჭებს კი არ აქრობს, მათ გაჩენას და გაღრმავებას უშლის ხელს. მას იყენებენ წარბებს შორის და თვალის კუთხესთან ე.წ. „ყვავის ფეხისებური“ ნაოჭების სამკურნალოდ.

ბოტოქსის მომხმარებლები მისით კმაყოფილები არიან. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სასწაულმოქმედი საშუალება - ნამდვილად უნდა გქონდეთ საგრძნობი გაუმჯობესების იმედი, მაგრამ 20 წლით ნამდვილად ვერ გაგაახალგაზრდავებთ.

როგორ მუშაობს ბოტოქსი?
ბოტოქსი ბლოკავს ნერვულ სიგნალს, რომელიც ანიშნებს თქვენს კუნთს, რომ შეიკუმშოს. როდესაც ბოტოქსის ინიექციას იკეთებთ კუნთში, ის ფაქტობრივად პარალიზდება, თუმცა აბსოლუტურად არ ზიანდება. შესაბამისად, როდესაც ბოტოქსის ინიექციას ვიკეთებთ იმ კუნთძსი, რომლის შეკუმშვაც ნაოჭებს იწვევს, ამ კუნთის პარალიზებით ნაოჭების გაჩენასაც ვაფერხებთ.

ბოტოქსის მოქმედება ინიექციის გაკეთებიდან 48 საათში იწყება და საგრძნობი შედეგი 10 დღეში ჩნდება. თუმცა ეფექტი მხოლოდ სამიდან ხუთ თვემდე გრძელდება, ამის შემდეგ ხელახალი პროცედურის ჩატარება მოგიწევთ.