კესარია აბრამიძე ხელისუფლებას ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვისკენ მოუწოდებს
კესარია აბრამიძე შესაბამის სტრუქტურებს ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბექა ბერიანიძის, იგივე „საბის“ გარდაცვალების ფაქტი მისთვის, როგორც მოქალაქისთვის და ლგბტ თემის წევრისთვის მტკივნეულია.
„ჩემთვის მისი გარდაცვალების ამბავი არა მხოლოდ როგორც მოქალაქისთვის, არამედ როგორც ლგბტ თემის წევრისთვის მტკივნეულია. მივმართავ მთავრობას თხოვნით, გაამკაცრონ ზომები, რათა დაცული იყვნენ ლგბტ თემის წევრები“, - განაცხადა აბრამიძემ.
ამასთან, ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლის ირაკლი ვაჭარაძის თქმით, სამართალდამცველებს ლგბტ თემის წევრებზე ძალადობის ყველა შემთხვევა სხვა მიმართულებით მიჰყავთ.
„როდესაც ვიცოდით, რომ ადამიანებზე ლგბტ თემის წევრობის გამო იძალადეს, პოლიციამ ყველა შემთხვევა სხვა მიმართულებით წაიყვანა“, - განაცხადა ვაჭარაძემ.
მისი თქმით, „საბის“ გარდაცვალეასთან დაკავშირებით, საქმე, სავარაუდოდ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან გვაქვს.
ბექა ბერიანიძე იგივე „საბი“ თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოკლეს. შსს-მ მისი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, უთანხმორბის მიზეზი გარდაცვლილისთვის ნასესხები თანხა გახდა. „საბი“ ლგბტ თემის წარმომადგნელი იყო.