რძე თქვენი თმის ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლოა რძე ჩვენთვის. ის მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, ფოსფორით და A, D, E, K ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. რძის ნიღბები ასევე ძალიან სასარგებლოა თქვენი თმისათვის. ის გაგიმაგრებთ თმის ძირებს, მიანიჭებს მას სირბილეს და დაგიცავთ ქერტლისაგან.
გირჩევთ გამოიყენოთ სოფლის რძე და არა ფაბრიკატი (უკეთესია თხის რძე). ის კარგია გაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ ბრძოლისათვის და ასევე წარმოადგენს საუკეთესო წამალს ცხიმიანი თმისათვის.
დამატენიანებელი ნიღაბის რეცეპტი.
საჭიიროა 100 მილიგრამი ცხიმიანი რძე და 2 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი. ასევე ნარევში დაამატეთ უმი კვერცხი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
თმის ცვენის საწინააღმდეგო მასკა.
საჭიროა 100 მილიგრამი თბილი ქოქოსის რძე და 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მასკა თმის ბზინვარებისათვის.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ შევათბოთ რძე და დავიტანოთ იგი თავზე. დავიფაროთ ქუდი ან შემოვიხვიოთ პირსახოცი და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ იგი შამპუნით.
მასკა თმის ძირების გასამაგრებლად.
უმ კვერცხის გულს დავუმატოთ ცოტაოდენი რძე + 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. დავიფაროთ ქუდი ან შემოვიხვიოთ პირსახოცი და გავიჩეროთ ნარევი თავზე 1 საათის განმავლობაში.
მასკა ცხიმიანი თმისათვის.
ბლენდერში მოვათავსოთ 100 მილიგრამი რძე, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ბანანი. კარგად ავურიოთ ისინი ერთმანეთში და დავიტანოთ თმაზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ იგი შამპუნის მეშვეობით.