სტრიპტიზის 3 ქართველი ვარსკვლავი
ქართველები სტრიპტის მოცეკვავედ მუშაობას იშვიათად იწყებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საიდუმლოდ ტოვებენ თავიანთ საქმიანობას. თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, ვინც არ მალავს, რომ მისი შემოსავლის წყარო სწორედ სტრიპტიზია. Ambebi.ge სამი ცნობილი ქართველი სტრიპტიზ-მოცეკვავის შესახებ გიამბობთ.
სოფია კანდელაკი
ნიუ-იორკის ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის, მათ შორის ვარსკვლავებისთვის, ის კარგად არის ნაცნობი და მისი, როგორც მასაჟისტის მომსახურებითაც აქტიურად სარგებლობენ. სოფიას კლიენტებს შორის არის მაგალითად, მიკი რურკი. ცნობილია, რომ სოფიას ერთი ქალიშვილი ჰყავს - ნინი კვანტრე, რომელიც მუსიკოსია და ვიოლინოზე უკრავს.
სოფიას "ფეისბუქზე" პერსონალურ მონაცემებში უწერია, რომ მუშაობს "ტალენტ პროდაქშენში", სადაც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული სექსუალური ქალბატონები "მოღვაწეობენ". რაც შეეხება განათლებას, ამბობს, რომ "ცხოვრების სკოლა" აქვს დამთავრებული.
ქუთაისელი სოფია კანდელაკის შესახებ, რამდენიმე წლის წინ მთელმა ქვეყანამ გაიგო. ამერიკაში მოღვაწე სტრიპტიზის მოცეკვავე სკანდალში მილიონერის, ტომას ჰარტმანის გამო გაეხვა. მან სოფიას ”როლექსის” საათი ჩაარტყა და ორი თვით დააპატიმრეს კიდეც. ინციდენტი მანჰეტენის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. 42 წლის ჰარტმანმა, რომელიც მილიონერია და უძრავ ქონებას ფლობს, 37 წლის ქართველ მოცეკვავეს სახეში რამდენჯერმე გაარტყა, მასიური "როლექსის" ფირმის საათით შუბლი დაუზიანა და სოფიას 16 ნაკერის დადება დასჭირდა.
ბრალდება ამტკიცებდა, რომ მილიონერმა განგებ დაარტყა კანდელაკს, რასაც მოგვიანებით ნაფიცი მსაჯულებიც დაეთანხმნენ. ჰარტმანს ერთი წლით პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მისმა დამცველებმა ორ თვემდე შეძლეს ვადის ჩამოკლება - ჰარტმანი მოწესრიგებული ბიზნესმენია და ფულს აქტიურად ხარჯავს ქველმოქმედებაშიო. სწორედ ამით მოიგეს მოსამართლის გული. მისი ადვოკატები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ინციდენტის დროს კანდელაკი მილიონერის გაძარცვას ცდილობდა.
ჰარტმანი, რომელიც ფეხის პროთეზს ატარებს, სასამართლოში აცხადებდა, რომ ფეხი დაუცდა, წონასწორობა დაკარგა და შემთხვევით დაარტყა ქალს. მან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა შეიტყო, რომ პატიმრობა მიუსაჯეს. არადა, სანამ პატიოსანი ბიზნესმენი გახდებოდა, ორჯერ იჯდა ციხეში მანქანის გატაცებისა და ჩხუბის გამო.
ნინო ჯავახიშვილი
სტრიპტიზის მოცეკვავე ნინო ჯავახიშვილის "ნიჭიერის"
სცენაზე გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მან საკუთარი ძალები 2010 წლის "ნიჭიერში" მოსინჯა და სცენაზე შიშველი გამოვიდა. მართალია, მის მიერ შესრულებულმა საცეკვაო ნომერმა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, მაგრამ ის პროექტის ნახევარფინალშიც მოხვდა და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. ნინო "ნიჭიერის" სცენაზე სტრიპტიზ-კლუბ "დივადან" აღმოჩნდა.
დავიდ მატინოვი
დავიდ მატინოვი ერთადერთი მამაკაცია საქართველოში, რომელიც სტრიპტიზს ცეკვავს. ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ამჯერად კლუბ "დივაში" მუშაობს. ცეკვავს პრივატულ ღონისძიებებზეც, სადაც მისი ანაზღაურება რამდენიმე ასეული დოლარიდან იწყება. გასულ წელს მის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ შეიტყო. სწორედ მან უცეკვა სტრიპტიზი დაბადების დღეზე თამუნა მუსერიძეს, სადაც შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, სტრიპტიზის მოცეკვავე მამაკაცთან ჩხუბიც მოხდა.