დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რომელმაც შესაძლოა ევროპა გაანადგუროს

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რომელმაც შესაძლოა ევროპა გაანადგუროს
რუსეთში არსებულმა რობოტელესკოპების ქსელმა ”მასტერმა” სახიფათო ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელიც 370 მეტრი ზომისაა. ის ბევრად დიდი, ვიდრე ცნობილ ასტეროიდი ”აპოფისი”. აპოფისი, რომელიც დედამიწისკენ მოიწევს, არიზონაში 2004 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 325 მეტრს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ ასტეროიდი დედამიწას დაეცემა, აფეთქების სიმძლავრემ შეიძლება საგრძნობლად გადააჭარბოს ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქებას, რომლის დიამეტრიც 17 მეტრი იყო.

ახალ კოსმოსურ ობიექტს 2014 UR116 უწოდეს. ის მესამე ასტეროიდია, რმელიც ,,მასტერის“ მეშვეობით იქნა აღმოჩენილი.

როგორც ,,მასტერის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ვლადიმერ ლიპუნოვი აცხადებს, ასტეროიდმა დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოსს ძლიერ ცუნამებს ან გაანადგუროს მთელი ევროპა. პროფესორის განმარტებით, ყველა ასტეროიდი სამ ჯგუფად იყოფა: ჩვეულებრივი ასტეროიდები, რომლებიც მარსის და იუპიტერის შუა დაფრინავენ, ახლო ასტეროიდები, რომლებიც დედამიწის ორბიტის სიახლოვეს ჩაიფრენენ და რომლების შესაძლოა დედამიწას შეეჯახონ. ახალი ასტეროიდი, სწორედ ამ უკანასკნელ ჯგუფს განეკუთვნება.

ასტეროიდის დაცემის საფრთხეები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ჩამოვარდება ობიექტი. თუ ეს მოხდება ზღვაში, გამოიწვევს ძლიერ ცუნამებს, რომლებიც უახლოეს ქალაქებს გაანადგურებს. თუ მაგალითად, ატომურ ელექტროსადგურს დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას დაემუქრება, - აცხადებს ლიპუნოვი

ის თუ რა დროშია სავარაუდოდ შესაძლებელი დედამიწასთან მისი შეჯახება, პროფესორის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასტეროიდზე დაკვირვება მხოლოდ ორი დღეა მიმდინარეობს. ამ ასტეროიდის ტრაექტორია ისეთია, რომ ის გაივლის დედამიწის, მარსის და ვენერას შორის. შეიძლება ერთის თქმა, რომ როდესაც ასტეროიდი მარსს ჩაუვლის, მან შესაძლოა ტრაექტორია შეიცვალოს. ამდენად, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ უახლოეს ორ წელიწადში ეს არ მოხდება.
სტატიის წყარო:newposts.ge