რა კომენტარებს აკეთებენ ცნობილი ადამიანები ნიჭიერის სკანდალზე

რა კომენტარებს აკეთებენ ცნობილი ადამიანები ნიჭიერის სკანდალზე
სტეფანე მღებრიშვილი



"ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ეხმაურება

სტეფანე:
"რუსთავი 2" არარის "შარაშკინა კანტორა"! შეარგეთ იმ ქალს პოპულარობა! რა ფონოგრამა, რის ფონოგრამა?! არ შეიძლება ესეთი ცილისწება რაღაც სულელური ფაქტებით. ეგ ორი ხმა რაც შემოდის ბოლოში, სავარაუდოდ ან ვანიკოს ან ვიღაცის მეორე გახსნილი მიკროფონია. ეს ქალი უნაკლო შემსრულებელია და შეარგეთ!
ჩემთან მიუზიკლებზე ხედავდნენ რომ ორკესტრი ზის და მაინც უთქვამთ :)) მე ავიტან... ის ქალი მიჩვეული არაა და ტეხავს. ძალიან მაგარი ქალია".


მაია დარსმელიძე
რა კომენტარებს აკეთებენ ცნობილი ადამიანები ნიჭიერის სკანდალზე
"ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში მომღერლები მაია დარსმელიძე ეხმაურება:

მაია დარსმელიძე:
”ეს ქალი მაგრად გრძნობს მუსიკას, და გოიმურად არ უმღერია - აი ეს ვერ აპატიეს ამალიას გოიმებმა”.

ამასობაში ეს მართლა უნიჭიერესი ქალი კითხულობს უამრავ ნეგატიურ კომენტარს. ცოტა სტრესი გადაიტანა ცხოვრებაში და აუცილებლად უნდა დავუმატოთ...

გავმეორდები და მეათასედ ვიტყვი: მოგიტ*** ქართული შოუბიზნესი!!!!!!

გოგა ხაჩიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მეგა-შოუ „ბრავო“-დან მის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ფონოგრამაზე გიმღერია? - მე კი. სტუდიაში ბეეევრი წლები გიმუშავია? - მე კი. სამონტაჟოში ბეეეევრი დღე და ღამე გიმუშავია? მე კი. ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ ნამღერს ასდის ფონოგრამის სუნითქო და ახლა გინდა ბრავოდან „მომხსნან" და გინდა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ“, - წერს ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი


მას შემდეგ, რაც ანრი ჯოხაძემ "ნიჭერი"-ს ამალიას ცოცხლად ნამღერში ეჭვი შეიტანა, ჟიურის წევრებსაც კომენტარებში კითხვით მიმართა, თქვენ რაღა გატირებთო. ერთ-ერთი ჟურის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი თვის პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს - "ქვეყანა, სადაც ამალიების შურთ! აქ ყველა სძულთ, ვინც წარმატებას აღწევს, კონკიები განსაკუთრებით".

ია ფარულავა

ია ფარულავა: „ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამალიას ფონოგრამაზე ემღერა, მე გამოცდილება არა მაქვს იმისა, რომ შევამჩნიო ვინ მღერის ფონოგრამაზე და ვინ არა. როგორც ჩანს ანრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფონოგრამაზე სიმღერის და თვალი აქვს სამაგისოდ, მე არა მაქვს. პირიქით ისე ვიყავი აღელვებული და შეძრული ამ ქალის სიმღერით, რომ ერთი წამითაც არ გამივლია გულში ამ ქალმა ფონოგრამაზე იმღერა თუ არ იმღერა.

ეს რა თქმა უნდა სპეციალისტების გასარკვევია, მაგრამ რას იტყვის ანრი ჯოხაძე, მაშინ, როცა ეს ქალი აუცილებლად გავა ფინალში და იქ ლაივში იმღერებს და არა ფონოგრამით, მერე რაღას გვეტყვის?! აი, ეს არის საინტერესო“.



ანრი ჯოხაძე


ანრი ჯოხაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა და უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა მომღერალი ანტიპიარშიც დაადანაშაულა. ბევრის თქმით კი მან ამ ცილისწამებისთვის აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. ამასთან დაკავშირებით ანრი ჯოხაძე შემდეგ განცხადებას აკეთებს.

ანრი ჯოხაძე: „აშკარად სხვაგან ხართ... ანტი პიარის ბრალდებით პროფესიონალის აზრი თუ გაინტერესებთ გეუბნებით რომ ფონოგრამაა და თუ თქვენი დასკვნები გაქვთ ამასთან დაკავშირებით არც ეგ არის პრობლემა...

ბოდიში რა პონტში უნდა მოვიხადო??? ეს გამოსვლა არის ფონოგრამა და აქ ორი აზრი არ არსებობს და შემდეგ ტურებში არავინ გედავებათ რომ შესაძლოა იმღეროს კარგად თუ რა თქმა უნდა ცოცხალი იქნება მაგრამ ეს გამოსვლა არ არის ცოცხლად ნამღერი“.

ნინი ბადურაშვილი

ცოტა ხნის წინ, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ანრი ჯოხაძეს გამოეხმაურა. "10-ჯერ ვუყურე და პლიუს ფონოგრამა არ არის, რაზეც ამალიამ იმღერა. ამაში თუ შევცდი და მუსიკას თავს ვანებებ", - წერს მაიკო. როგორც ხდება ხოლმე, სტატუსს უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის განხილვაში ჩაერთო ნინი ბადურაშვილიც. ნინი შეეცადა აეხსნა მაიკოსთის, რომ ის ცდება.

ნინი ბადურაშვილი: "ხმა გადადებულია მაია, ძალიან სიჩმიდან მოდის ხმა. დეტონაციებით აქვთ ჩაწერილი Live ეფექტი რომ იყოს და ბოლოს რომ ტირის მანდაც ხმა ნახე მონტაჟის აცდენა კი არა, ხმის გადადების ბრალია".

ნინის მაშინვე კრიტიკოსების არმია დაესია. შოუ ბიზნესის წარმომადგენლები რომ დიდ სცენაზე ფონოგრამით მღერიან, ისინი გააკრიტიკეთ და მერე ამალიაო. ნინის არრც ეს დაუტოვებია უპასუხოდ. "ჩვენც ვმღერით და ყველას აქვს ნამღერი ფონოგრამაზე, აქ უბრალოდ სხვა რამეს ვარჩევთ, დამშვიდდით", - წერს ნინი.