გასული წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუბიზნესში

გასული წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუბიზნესში
უკვე მიიწურა 2014 წელი. ამ წელმა მსოფლიოს თავი დაამახსოვრა რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტით. მაგალითად ესენი იყო ევროვიზიაზე კონჩიტა ვურსტის გამარჯვება ან რობინ უილიამსის თვითმკვლელობა. თუმცა საქართველოში მეტ აქტუალობას სულ სხვა ფაქტები ინარჩუნებს.
ინტერნეტ პორტალებზე, ქართული შოუბიზნესის ყველაზე კითხვად და განხილვად თემად ია ფარულავას და ტარეილ სუარის შესახებ დაწერილი სტატიები აღმოჩნდა. ასევე ყველაზე ეპატაჟური ქართველების ტოპ ათეულში შევიდნენ: მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, მსახიობი თინა მახარაძე, ნიჭიერის კონკურსანტი ამალია ჯიბლაძე, მედავითნე-მოდელი თამუნა ვარშალომიძე და მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია.

წარმოგიდგენთ გასული წლის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს ქართული შოუბიზნესიდან:

ია ფარულავა და ტარიელ სუარი:
2013 წელს გიტარისტმა ტარიელ სუარმა ია ფარულავას პირდაპირ ნიჭიერის სცენიდან სთხოვა ხელი. წყვილს შორის თითქოს კარგი ურთიერთობა იყო, თუმცა მალე ყველაფერი აირია. წყვილის ქორწინების შემდეგ პრესაში მუსიკოსის პირველი ცოლის, ირმა ბროიერის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ ტარიელ სუარი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ფარულავაზე იქორწინა. გარდა ამისა, ყოფილი ცოლი გიტარისტს პედოფილიაში ადანაშაულებდა, რის გამოც შვილების ნახვა სასამართლოს გზით აუკრძალა.
ამის შემდეგ სიტუაცია დალაგდა, თუმცა მოგვიანებით ისევ სკანდალი ატყდა იას პარიკმახერის, მიშას გარშემო.
როცა სიტუაცია კვლავ გამოსწორდა ია ფარულავამ “ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ იას “ექაუნთი" გაუტეხეს და ახლა ყველაფერი მოგვარდა.

გასული წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუბიზნესში
სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში არაერთი სკანდალური ჭორი გავრცელდა.
გაზაფხულზე სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გადავიდა. მომღერლის მიზანი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში დამატებით კვალიფიკაციის მიღება და ამერიკული კარიერისათვის მომზადება იყო. მას შემდეგ, მან სოციალურ ქსელში აშშ-ის სხვადასხვა ადგილზე გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა. გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში სოფო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის მეგობრებმა არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაესწრო.
ასვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრებ ემიგრანტებს რჩებოდათ შეუმჩნეველი. სანდო წყაროს ცნობით, ისინი ხშირად სტუმრობდნენ მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს, ასევე სააკაშვილი სოფოსთან ერთად ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვ­რებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: " ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა".


ანა მარგველაშვილი
2013 წლის შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა.
მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანამ პირველად საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში მის შეყვერებულთან, ვინმე ბაჩო სირაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოების გავრცელების მომენტში წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა.
დიდი ხმაური მოჰყვა ზაფხულში გავრცელებულ ვიდეოსაც, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამით ავტომობილში თემურ რცხილაძის სიმღერას მღეროდა. მორალის დამცველებმა კი ესქტი კვლავ მამის ღირსების შემლახველ საქციელად შერაცხეს.
რამდენიმე დღის წინ კი გავრცლდა ინფორმაცია, რომ ანა მარგველაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იგივე თიელის ძმა, გეგი ჩიჩუაა. ანამ და გეგიმ პირველ დეკემბერს იქორწინეს. გეგი ჩიჩუა პროფესიით დიჯეია და ის თბილისის კლუბებში უკრავს.


ამალია ჯიბლაძე
ტელეპროექტ “ნიჭიერი"-ს მონაწილე ამალია ჯიბლაძე მაყურებელმა 2014 წლის ოქტომბერში გაიცნო, როდესაც ღარიბი და მოუვლელი, ბაბთებით მოვაჭრე ქალბატონმა სიმღერა “Moon River'' შესანიშნავად შეასრულა.
მისი შესრულება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მთელი ჟიური და დარბაზი აატირა, თუმცა შოუს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა გადაფარა. მეორე დღესვე გამოჩდნენ ადამიანები, მათ შორის მომღერალი ანრი ჯოხაძე და დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომლებმაც ამალია ჯიბლაძე ფონოგრამით სიმღერაში დაადანაშაულეს. თემას ავითარებდნენ თბილისის ფორუმზეც. თუმცა ამალიას სოციალურ ქსელებში მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის სხვა პროფესიონალი მომღერლები (ნანი ბრეგვაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე). მოგვიანებით, ანრი ჯოხაძემ ამალიას ბოდიში მოუხადა.
როდესაც ყველამ შეიტყო, რომ ამალიამ მართლაც ცოცხლად იმღერა, გამოჩნდა ადამიანი, კერძოდ კი, ჟურნალისტი მაია კახიძე, რომელმაც ამალია ჯიბლაძის წარსულში რუსეთში ცხოვრების დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის სულაც არ ჰგავს გაჭირვებულ ადამიანს. როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ამალია არა თვითნასწავლი მომღერალი, არამედ ვოკალის პროფესიონალი პედაგოგია, რომელიც თავის დროზე ასტრახანის კრემლში მღეროდა და გუბერნატორის ჯილდოც დაუმსახურებია სიმღერისთვის.


თინა მახარაძე
მსახიობმა თინა მახარაძემ თავდაპირველად თავი სერიალ “გოგონა გარეუბნიდან", თამუნას როლით დაგვამახსოვრა. 2014 წელს კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში'' პარლამენტარი ცოტნე ცოტაშვილის საყვარელ, ანკად მოგვევლინა. გოგონამ თავიდანვე მიიპყრო ყველას ყურადღება. პირველად მან “თავი გამოიჩინა" გადაცემაში “მძიმე კაცთან'', სადაც განაცხადა, რომ ორალური სექსი მისთვის “მოსული პონტი'' იყო.
თინა მახარაძე თითქოს ცდილობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევას. ყოველთვის იცავს ჰომოსექსუალებს და ხშირად აკრიტიკებს სამღვდელოებას ძალადობრივი დოგმატური სწავლებების გამო.
"ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია'', - ამ განცხადების შემდეგ მსახიობს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ "ეროვნული ბოზი", მომღერალმა თემურ წიკლაურმა კი "ავადმყოფი" უწოდა.
ასევე აღსანიშნავი ტრანსგენდერ საბის მკვლელობის შემდეგ თინა მახარაძის გავრცელებული ვიდეოპოსტი, სადაც მან ღმერთი "ბიბლიის მიფუჩეჩებაში" დაადანაშაულა, წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენად იქცა.


სტატიის წყარო:intermedia.ge