ანრი ჯოხაძე: „ამალია ჩვეულებრივი აფერისტია“

ანრი ჯოხაძე: „ამალია ჩვეულებრივი აფერისტია“
„ჟიური მეთქი Ia Parulava Nanuka Zhorzholiani ნეტა ერთი რა გატირებდათ“ ? -კითხულობს ანრი ჯოხაძე და „ნიჭიერის“ კონკურსანტს ამალია ჯიბლაძეს თვალთმაქცობასა და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს. „ვერ ვიჯერებ myvideo-ზეც გადავახვიე და ფაქტი უტყუარია“ - ამბობს მომღერალი.
ასე რომ დილით ქალაქი ახალი სკანდალით გაიღვიძებს.
ანრი ჯოხაძის ამ განცხადებას კი წინ ბესო მახარაშვილის შემდეგი აღმოჩენა უძღოდა.
Beso Makharashvili : „ამალია ფონოგრამაზე მღერის თუ მეჩვენება? ბევრჯერ გადავახვიე, კადრი და ხმაც შევანელე, მაგრამ მგონი არ მეჩვენება. პრინციპში ბევრი მომღერალი მყავს მეგობრებში და ისინი უფრო მიხვდებიან“.
ანრი ჯოხაძე: „სრული სიმართლეა !!! ამალია ჩვეულებრივი აფერისტია , არა იმიტომ რომ ფონოგრამაზე მღერის არამედ იმ თვალთმაქცობისთვის როგორც ითამაშა მთელი ქვეყნის ემოციებზე“.
Beso Makharashvili: ეს ამალიას დანაშაული არ არის, ჩვეულებრივი პროვინციელი ქალია და რაც უთხრეს ისე მოიქცა. ჯერ ია ფარულავას ისტერიკამ შემაშფოთა და დამაეჭვა Black Moon .
ამ ვერსიებსა და ახალ „აღმოჩენას“ ხვალ ალბათ თავად ამალია და ტელეკომპანიის წარმომადგენლები გასცემენ პასუხს. საინტერესოა მოიხდის თუ არა ანრი ბოდიშს იმ შემთხვევაში თუ მისი „სიმართლე“ არ დამტკიცდა.


ანრი ჯოხაძე: „ამალია ჩვეულებრივი აფერისტია“





იხილეთ ასევე ნიკა გვარამიას კომენტარი ამ საკითხზე:
„არ ვაპირებთ თანამშრომლობას იმ პირებთან ვინც არხი თაღლითობაში დაადანაშაულა“- გვარამიამ ხაჩიძე „ბრავოს“ ეთერიდან მოხსნა