ვარსკვლავების საიდუმლო ცხოვრება -არასტანდარტული წყვილები
ერთი შეხედვით არავისი საქმე არ არის, ვინ ვისზე გათხოვდება ან ცოლად ვის მოიყვანს, მაგრამ როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების განსჯის საგანია. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს, ''რა შეუფერებელი წყვილია'', ''როგორ იქცევიან'', ''რა აქვთ ამათ საერთო'', ''ეს გოგონა როგორ მოიყვანა ცოლად'' ან ''რატომ გათხოვდა მასზე'', მაგრამ ასეთი ფრაზები ახალშეუღლებულებს ნაკლებად აღელვებთ, ყოველ შემთხვევაში - საზღვარგარეთ მაინც და ბოლო წლებია - საქართველოშიც.
წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, ქორწინებითა თუ დაშორების უცნაური ფორმით, საზოგადოება გააოცეს.
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 17-წლიანი სასიყვარულო მარათონი დაშორებით დასრულდა, თუმცა ამდენი ხნის ერთად გატარების და ორი საერთო შვილის შემდეგ პრესა აღარ ელოდა, რომ ურჩხული და მზეთუნახავი თავიანთ ქორწინებას წერტილს დაუსვამდნენ. მათი ურთიერთობა ყოველთვის უცნაურობით გამოირჩეოდა. მონიკას მიაჩნდა, რომ ოჯახის მიუხედავად, მათი თავისუფლება არ უნდა შეზღუდულიყო და ხშირად ატარებდნენ დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. იყო პერიოდები, როდესაც წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდნენ. მართალია, ეს გადაღებიდან გამომდინარე ხდებოდა, მაგრამ მაინც დაუჯერებელი იყო, როგორ ძლებდა კასელი ულამაზესი მონიკას გარეშე. მასზე გამუდმებით ეჭვიანობდა, სამაგიეროს უცნაურად უხდიდა და მუდმივად ფლირტაობდა სხვადასხვა ქალბატონთან. წყვილი ერთიანობას თითქოს ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ, ბულვარული პრესის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაშორებამდე დიდი ხნით ადრე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და მხოლოდ პაპარაცებისთვის პერიოდულად ღია კაფეებში სადილობდნენ.
ამერიკელების საყვარელი ტელეწამყვანი და კომედიური მსახიობი ელენ დეჯენერესი რამდენიმე წლის წინ ლოს-ანჯელესში პორტია დე როსზე დაოჯახდა. ისინი დიდი ხანია, ყველაზე მოდურ ლესბო-წყვილად მიიჩნევიან და რაც მთავარია, მათი სიყვარულის ამბავიც მრავალ წელს მოიცავს.
ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს, მაშინ პორტია სერიალ ''ელი მაკბილის'' ვარსკვლავი გახლდათ. ქორწილს, უახლოესი მეგობრების გარდა, ნეფე-პატარძლის დედებიც დაესწრნენ. ორივე ცხოველების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და სახლში ძაღლები და კატები ჰყავთ, თუმცა მომავალში შვილების ყოლასაც აპირებენ.
მერი კეიტ ოლსენისა და მასზე 17 წლით უფროსი, არც ისე სიმპათიური ოლივიე სარკოზის ერთად გამოჩენას წლების წინ პაპარაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ოლივიეს ძმა ნიკოლა სარკოზი მაშინ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი გახლდათ. ვნებიანი რომანისთვის ხელი სულაც არ შეუშლია სარკოზის წინა ქორწინებას, საიდანაც ორი შვილი, 13 წლის ჯულიანი და 11 წლის მარგო ჰყავს.
ასაკობრივ სხვაობასა და პრესის ყურადღებას მათი ურთიერთობისთვის არაფერი დაუკლია და ორწლიანი რომანის შემდეგ წყვილი ოფიციალურად 2014 წლის მარტში დაინიშნა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარკოზ-ოლსენის წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.
ერთი წლის წინ ნინა სუბლატი გიორგი შამანაურზე გათხოვდა, თუმცა ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა ვარსკვლავი ინტერვიუებში ამტკიცებდა, რომ მის გეგმებში გათხოვება არ შედიოდა და კარიერისთვის უნდა მიეხედა. 19 წლის ნინამ ''საქართველოს ვარსკვლავში'' გამარჯვების შემდეგ სულ რამდენიმე თვეში მოასწრო შეყვარებულთან დაშორება და ახალი სიყვარულის პოვნა. მისი რჩეული 32 წლის მუსიკოსი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი მესაყვირე გახდა. წყვილმა არა მხოლოდ ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, არამედ ხელი ოფიციალურად მოაწერეს და იმავე დღეს ნეფე ერთი თვით გასტროლზე გაემგზავრა.
ქორწინების მიუხედავად, წყვილი ერთად არასოდეს სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს, არც პრესასთან გამოირჩევიან გულახდილობით და ერთი შეხედვით, საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობენ.