სათამაშო თვითმფრინავი, რომელიც სინათლესავით სწრაფია

სათამაშო თვითმფრინავი, რომელიც სინათლესავით სწრაფია
არაფერია იმაზე მაგარი ვიდრე ახალი "RC მებრძოლი თვითმფრინავი", რომელიც დაფუძნებულია ნამდვილი თვითმფრინავის მსგავს ძრავზე.
ვიდეო, რომელიც ახლახანს გამოჩნდა youtube_ზე გაგვაცნობს ახალ სინათლესავით სწრაფ "RC მებძოლ თვითმფრინავს".
გარკვევით ჩანს, თუ როგორ ამზადებს მას ასაფრენად ორი კაცი და ნამდვილად შესანიშნავია, როდესაც ხედავ სათამაშო თვითმფრინავი უშვებს ცეცხლებს პროპელერიდან.
"ჩვენდა სასიკეთოდ ბალახს არაფერი დაზიანებია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა". ყველაზე ამაღელვებელი რამ ალბათ არის ის, რომ მიუხედავათ თვითმფრინავის ამ სისწრაფისა, იგი კონტროლდება ხმელეთიდან პულტის მეშვეობით. დამეთანხმებით ნამდვილად ძნელია ასეთი სწრაფი მოწყობილობის მართვა.
საბედნიეროდ დაშვებაც წარმატებით, უსაფრთხოდ და რბილად განხორციელდა.