უკრაინელ პატრულთან ჩახუტებული ეკა ზღულაძის ფოტო სოციალურ ქსელებს იპყრობს
ეკა ზღულაძის ფოტო, რომელიც უკრაინის ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაციაზეა გადაღებული, ქვეყნის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტომ ბევრი ინტერნეტმომხმარებლის დადებითი ემოცია გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეკა ზღულაძემ უკრაინაში ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასულ კვირას განაცხადა.
"ახალი საპატრულო სამსახური, რომლის შექმნაშიც ეკა ზღულაძე იყო ჩართული, უკვე რამდენიმე კვირაში დაასრულებს გზებზე ფულის ლეგენდარული აღების ტრადიციას. დაწყებულია კანონების მიღება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი. ერთმანეთისგან გამოიყოფა ძალოვანი სტრუქტურის პოლიტიკური ფუნქციები, შეიქმნება მუნიციპალური სამსახური და ახალი პოლიცია. მის მომავალ ხელმძღვანელად მე ვხედავ ზღულაძეს", - განაცხადა პოროშენკომ.
ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გასული წლის ბოლოს დაინიშნა.