რისი დემონსტრირება მოახდინა ''ნიჭიერში'' ნიკა გრიგოლიას ყოფილმა ცოლმა
სიშიშვლე ''ნიჭიერში'' დიდი დოზით რომ იქნება ამაში ჩვენი რეპორტაჟებით უკვე დარწმუნდით.
ახლა ორ ნომერზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ერთ-ერთი ამერიკული ''ნიჭიერის'' ანოლოგი იყო. ალბათ გინახავთ, ორი პირსახოცაფარებული ბიჭი, სრულიად შიშვლები, პირსახოცებს რომ ცვლიან, ატრიალებენ და ამას ისე ახერხებენ, რომ სასირცხვო ადგილები არ გამოაჩინონ.
ასეთივე ნომრის გამეორება სცადეს ქართველმა ბიჭებმაც. მართალი გითხრათ თავიდან ეს ხალათიანი და პირსახოციანი ბიჭები რომ დავინახე, ვიფიქრე ბანაობას აპირებდნენ სცენაზე, მაგრამ საბოლოოდ სახალისო ნომრით მოახერხეს ჟიურისთვის თავის მოწონება და მაყურებლის აყოლიებაც.
ია ფარულავა, როგორც ყოველთვის, კრიტიკული იყო. ჯერ დალაქული პირსახოცები დაიწუნა, შემდეგ კი ჰკითხათ, მარცხის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდნენ.
ისეთს ვერაფერს ვნახავდით, რაც მე და ჭოლას არ გვინახავსო, დაამშვიდა ია ნიკა გვარამიამ.
მალე სცენაზე სამი ნახევრად შიშველი მონაწილე გამოვიდა. ორი კუნთიანი მამაკაცის შუა ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი, ია უძილაური ამოვიცანი.
იამ საზოგადოების ყურადღება ბოლო დროს იმით მიიქცია, რომ ბიკინის ფიტნესკატეგორიების შეჯიბებრებებზე მონაწილეობს. სწორედ დაკუნთული სხეულის დემონსტრირება მოახდინა ამ სამეულმა სცენაზე. მაყურებელი განსაკუთრებულად მათი სცენიდან გასვლის დროს აღფრთოვანდა, რაც სავარაუდოდ იას ლამაზი უკანალით იყო განპირობებული.