''მამას დაურეკეს, შენი შვილი შენ მოკალი, თუ არა და, ჩვენ მოვკლავთო..''

''მამას დაურეკეს, შენი შვილი შენ მოკალი, თუ არა და, ჩვენ მოვკლავთო..''
რამდენიმე დღის წინ სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლომონა ალაზოვას სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს.ქალი დღემდე საავადმყოფოშია. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება ბიძაშვილებმა მიაყენეს.სამართალდამცავებმა კაზანთარ ალაზოვიდააკავეს, თუმცა, ადგილობრივების ცნობით, ქალის ცემაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ქეშალოს მკვიდრი ამბობს, ამავესოფელში 10 წლის წინ შემზარავი მკვლელობამომხდარა, თუმცა მისი თქმით, არავინ დასჯილა.

"17 წლის გოგო მშობლებმა დანიშნეს. მასთურმე სხვა ბიჭი უყვარდა და ქორწილამდე ორი კვირით ადრე გაირკვა, რომ ფეხმძიმედ იყო. გოგო ექიმთანწაიყვანეს. ექიმს უთქვამს, საცაა დაეწყება მშობიარობაო... იმშობიარა, მაგრამ ბავშვი ქუჩაში დატოვეს... გოგოსმამამ ჯერ სახალხოდ სცემა შვილს, მერე კი შინ საკუთარი ხელით მოახრჩო. ის კაცი დღესაც მშვიდად ცხოვრობსჩვენს სოფელში... იმ გოგოს საქმროს ცხოვრებაც ცუდად წარიმართა - პოლიციელი მოკლა და ციხეში მოხვდა.როგორც გავიგეთ, ციხეში გარდაცვლილა", - ყვება ‘’კვირის პალიტრასთან’’ ქეშალოელი მამაკაცი.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა. 17 სექტემბერს ნათესავები 30 წლის ხანუმჯეირანოვასაც სასტიკად გაუსწორდნენ. ორი შვილის დედა მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელში ჩამოატარეს, თან აგინებდნენ და სცემდნენ. იმ საღამოს ქალმა თავი ჩამოიხრჩო.

''იორმუღანლოში ქმრის ნათესავები დახვდნენ ჩემს გოგოს. ის ბიჭი, ვის მანქანაშიც ჩემი შვილი იჯდა, გაიქცა.ჩემი გოგო დაიჭირეს და ლამბალოში წამოიყვანეს. ქუჩაში დაჰყავდათ და სცემდნენ. თან ყველას ეუბნებოდნენ,ამან ქმარს უღალატაო. სახლში რომ მოვიდა, სანამ თავს მოიკლავდა, მითხრა, ბავშვები მომიყვანე, მინდავნახოო. ისინი მეუღლის სახლში იყვნენ, ვინ მოუყვანდა. 5 საათი იყო, გარეთ რომ გავიდა. რომ არ დაბრუნდა,საძებნელად გავედი... ბოლოს ბოსელში ვიპოვე, თავი ჩამოეხრჩო",- ამბობს ხანუმ ჯეირანოვას დედა.

ხანუმა ჯეირანოვას მეუღლე აჯი ჰასანოვა ამბობს, რომ მისი მეუღლე პატიოსანი იყო და ნათესავებისგან მსგავს მოქცევას არ იმსახურებდა.

‘’14 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ორი შვილი მყავს - 9 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი.ხანუმა სულ მეხმარებოდა. 15 დღის წინ გავუშვი სოფელში, სწავლა იწყებოდა და ბავშვებისთვის უნდა მიეხედა.მე ცხვარში ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. ჩემმა ბიძაშვილებმა დაიჭირეს ვიღაცის მანქანაში, ის ბიჭი კაზლარიდანყოფილა. ჯერ იქვე უცემიათ ხანუმა, მერე მანქანაში ჩაუსვამთ, მოუყვანიათ სოფლის ცენტრში და უცემიათსაჯაროდ. ქალი ცენტრიდან სახლამდე სულ ფეხშიშველი მისულა. ხანუმა პატიოსანი იყო. სიკვდილის წინბავშვების ნახვას ითხოვდა, მაგრამ ბავშვები ჩემს ძმასთან იყვნენ... სულ მეკითხებიან, დედა სად არისო?საავადმყოფოშია-მეთქი. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, არც დედა მყავს, არც მამა, ცოლმაც თავი მოიკლასირცხვილის გამო. საქონელს გავყიდი და აქედან წავალ. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი’’,- ამბობს ხანუმჯეირანოვას მეუღლე, აჯი ჰასანოვი.

ხანუმას ცემაში მხილებული ერთ-ერთი პირის, ელჩინ ტეიხანოვის მეუღლე ეჭვობს, რომ შესაძლოა ის მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე.

''ბავშვები შინ დაუტოვებია და სხვა კაცთან სასეირნოდ წასულა. როცა დაიჭირეს, ჩემი ქმარი იქ არ ყოფილა.ჩვენთან რომ მოიყვანეს, ნაცემი არ იყო. ჩემმა დედამთილმა სხვებს უფლება არ მისცა, ეცემათ. გოგომ თქვა,დეიდასთან წავალო. მამასთან რატომ არ მიდიხარ-მეთქი? მამა მომკლავსო’’,-ყვება პირის, ელჩინ ტეიხანოვისმეუღლე.

ქალის ცემას თანასოფლელები ადასტურებენ.

"გოგოს მამას დაურეკეს, შენი შვილი შენ მოკალი, თუ არა და, ჩვენ მოვკლავთო. მამას შვილისთვის უთქვამს, მეახლა მთაში მივდივარ და ცოცხალი არ დამხვდეო. იმ დღეს გოგომ თავი ჩამოიხრჩო. ის გოგო ამის ღირსიიყო", - ყვება იორმუღანლოს მკვიდრი.