სიახლეები, რომლის შესახებ ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდით

სიახლეები, რომლის შესახებ ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდით


რას ეძღვნებოდა ბიძინა ივანიშვილის დახურული შეხვედრა ქობულეთში
,,ნიუპოსტმა“ გასულ კვირას საზოგადოებას ამცნო ქობულეთში სასტუმრო ,,ჯორჯია პალას ჰოტელში“ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფთან ბიძინა ივანიშვილის დახურული შეხვედრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მონაწილე ვასილ მაღლაფერიძე თათბირის მიზეზად მეფუტკრეობის განვითარებას ასახელებს, ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ შეხვედრა მედიის პრობლემებს ეხებოდა.




სენსაცია! იქმნება ,,ახალი კატრექსი“, რომელსაც კიბოს მესამე სტადიაში დამარცხება შეეძლება

,,medisity.ge“-მ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოში კიბოს მესამე სტადიის განკურნების შესახებ.
კახა საბახტარაშვილი, მეცნიერებათ აკადემიის აკედემიკოსი იხსენებს, რომ ,,კატრექსი“ 80-იან წლებში იყო მთელი მსოფლიოს ნომერ პირველი სენსაცია, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო უძლიერეს პრეპარატად სახელდებოდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ,,კატრექსის“ ანალოგი დღესაც არ არსებობს. ამ პრეპარატს უმოკლეს დროში - ორ კვირაში თუ ერთ თვეში ნებისმიერი ინფექციის დამარცხება შეეძლო. საჭიროა სულ მცირე ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან, რომ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნას. ეს იქნება სიმსივნური პაციენტებისთვის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი. საკმაოდ წარმატებულად მოხდა სინთეზი ქართული მედიცინისა და იმ იდეების, რაც გაჩეჩილაძეს ჰქონდა. ბუნებრივია, ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ითქვას - იქმნება ,,ახალი კატრექსი“, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ იქნება.
ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორის რეზო გაგუას განცხადებით, მისასალმებელია, რომ ქართველი მეცნიერები აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, ,,მე არ შემიძლია არ გავიხსნო აქ ალექსანდრე გაჩეჩილაძე. ამ პრეპარატს თავის დროზე მიეცა რეკომენდაცია, როგორც იმუნოსტიმულატორს და იმუნომოდულატორს. თავიდან მას იყენებდნენ ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების მოსახლსნელად“.




სისხლივით წითელი მთვარე აზიისა და ამერიკის თავზე
მთვარის სრული დაბნელება აღინიშნებოდა ოთხშაბათს აზიისა და ამერიკის ძირითად ნაწილში. მთვარეს ამ დროს ჰქონდა სისხლივით წითელი ფერი. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. დაბნელება დაიწყო გრინვიჩის დროით დილის 08:00 საათზე აშშ-ს სანაპიროზე და შეინიშნებოდა აზიის უმარავ ქვეყანაში გრინვიჩის დროით დილის 10:00 საათიდან. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი სრულად იყო დაფარული დედამიწის ჩრდილით.




როგორ დაიწერა ,,ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული ,,Stairway to Heaven“ (კიბე ზეცისკენ)
,,კიბე ზეცისკენ“ (Stairway to Heaven) - როკჯგუფ ,,ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული სიმღერა როკ-მუსიკის ისტორიაში 43 წლის შემდეგ კვლავ რჩება უამრავი ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სიმღერად. ლეგენდარული სიმღერის ავტორი ჯიმი პეიჯი ,,BBC“-სთან ჰყვება თუ როგორ იქმნებოდა და იწერებოდა ,,კიბე ზეცისკენ“.




ანჯელინა ჯოლი ბრიტანეთის საპატიო ქალბატონი გახდა

იმის გამო, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი არ არის ბრიტანეთის მოქალაქე, მას ბრიტანეთის ქალბატონის საპატიო ტიტულის მინიჭების შემდეგ არ მიმართავენ როგორც ,,ლედი“-ს. დედოფალმა ელისაბედმა, ანჯელინა ჯოლი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობისთვის დააჯილდოვა.
დაჯილდოვების ცერემონიალი ბუკინგემის სასახლეში შედგა.