ბავშვთა პორნოგრაფია საქართველოში - სკანდალური საქმის ექსკლუზიური დეტალები

პირველ ოქტომბერს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი „კავკასუს ონლაინში“ შევიდა.
გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანიაში საგამოძიებო ორგანოების შესვლა ბიზნესმენ მამია სანადირაძის საჩივარს უკავშირდებოდა, რომელიც თავს „კავკასუსის“ რეალურ მეპატრონედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ მას კომპანიის წილები უკანონოდ დაათმობინა. ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი თავად „კავკასუს ონლაინის“ მიერ.
განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, საუბარია „კავკასუსის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტერნეტსივრცეში ატვირთულ მასალაზე.
„კავკასუს ონლაინი“ სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პირველ ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება, ანუ კოლოკაცია. ეს „კავკასუს ონლაინის“ ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმადაც, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც სერვერზე დევს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კავკასუს ონლაინის“ აღნიშნული განცხადება გარკვეულწილად ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლა ინტერნეტსივრცეში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეომასალის გავრცელებას უკავშირდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ „კავკასუს ონლაინიდან“ ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქმე ნამდვილად არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ჩანაწერების გავრცელებას ეხება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კრიმინალურმა პოლიციამ კომპანიიდან, საერთო ჯამში, 25 სერვერი ამოიღო. დიდი ალბათობით, ეს მონაცემები სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაერთვება, თუმცა მანამდე ჩანაწერებს, დამნაშავეთა იდენტიფიკაციის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს დამატებით ინფორმაციას არ ახმაურებს, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელზეც შსს-მ მიგვითითა ადასტურებს, რომ საქმე მართლაც პორნოგრაფიას უკავშირდება.
255-ე მუხლის პირველ ნაწილი გულისხმობს, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების, ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება, ან რეკლამირებას, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობას, მის შენახვას გაყიდვის, ან გავრცელების მიზნით“.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა კანონი დამნაშავის ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობასაც იძლევა. ვის კვალზე გავლენ სამართალდამცავები და რა ზომები გატარდება ბრალდებულის მიმართ, ეს, ალბათ, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლში მკაფიოდ არის განმარტებული, რა შეიძლება ჩაითვალოს არასრულწლოვნის ჩაბმად პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღებაში.
„არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ, ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა, ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალიური ორგანოები“, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის კოდექსში.
სანამ გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ის ინტერნეტსაიტები, სადაც ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები აიტვირთა.
MYDISK.GE; ALLSHARES.GE და SVIDEO.GE – „კავკასუს ონლაინიდან“ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ზემოხსენებულ საიტებზე იტვირთებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეომასალა. ამჟამად, სამივე ეს საიტი გათიშულია კრიმინალური პოლიციის მიერ, რასაც სატელეფონო საუბრისას SVIDEO.GE-ს რეგისტრატორიც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ „საიტები გათიშულია ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფაილებთან (ფაილთან) დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული ტექნიკური, ან სხვა ტიპის პრობლემა. უახლოეს მომავალში საიტი (საიტები) განაგრძობს ფუნქციონირებას“.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი ქადაგიძე სამართალდამცველ სტრუქტურებში 1992 წლიდან მუშაობდა. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ქადაგიძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში მსგავსი ტიპის დანაშაული არ გამოვლენილა.
„ეს არის მართლაც შემზარავი დანაშაული. 20 წლის განმავლობაში სამართალდამცველ სტრუქტურებში ვმუშაობდი და შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული ამ დრომდე არ გამოვლენილა. ერთი მხრივ, ეს შესაძლოა ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდებოდეს, რომლის საშუალებითაც დამნაშავეთა სამყაროს უფრო ფართო არეალი გაეხსნა. მე რამდენიმე ქვეყნის საგამოძიებო უწყებებთან მქონია შეხება, მათ შორის მოვხვდი ამერიკის ფედერალურ ბიუროშიც, ზუსტად იმ ოთახში, სადაც სწორედ ამ ტიპის დანაშაულზე მიდიოდა მუშაობა. მინდა ვთქვა, რომ მთელი ფედერალური ბიურო დარაზმული იყო ამ დანაშაულის გასახსნელად. სამართალდამცველების მხრიდან ეს არის ძალიან სკრუპულოზური სამუშაო, ვინაიდან დაკავშირებულია ინტერნეტტექნოლოგიებთან. ჩვენთან ეს დანაშაული, მაინც „ახალი ხილია“, ამიტომაც საჭიროა აქტიური თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი თანამშრომლობა უკვე არსებობს. თუ არ ვცდები, ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა არასრულწლოვანი გოგონას საქმე, რომლის პორნოგრაფიულ ვიდეოებსაც ინტერნეტსივრცეში ათავსებდნენ“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიძე.
საქმე, რომლის შესახებაც კრიმპოლის ყოფილი უფროსი საუბრობს, სამართალდამცველებმა 2014 წელს გახსნეს. თებერვალში საქართველოს ინტერპოლის ბიუროს აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტი დაუკავშირდა და სხვადასხვა პორნოსაიტებზე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიული ვიდეოები და ფოტოები აჩვენა. გამომდინარე იქიდან, რომ გოგონა კავკასიური აღნაგობის გახლდათ, ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ის შესაძლოა, ქართველი ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით მოხდა საქმეში ქართველი სამართალდამცველების ჩართვა და როგორც გაირკვა, არცთუ უსაფუძვლოდ. არასრულწლოვნის იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ის ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა, სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოგადაღება კი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წარმოებდა.
რამდენად და სად იყიდებოდა ქართველი გოგონას პორნოვიდეოები? როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს საქართველოსა და ისრაელის დანაშაულში ეჭვმიტანილი მოქალაქეები?
ამ თემებზე „პრაიმტაიმი“ მაშინ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელს, ალექსანდრე არაყიშვილსაც ესაუბრა:
თებერვლის დასაწყისში ჩვენ დაგვიკავშირდა ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების სამსახური და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით ვრცელდებოდა პატარა გოგონას პორნოგრაფიული ვიდეო და ფოტომასალა. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ბავშვი იყო კავკასიელი, გამომდინარე მისი აგებულებიდან. ამერიკულმა მხარემ გვთხოვა, ამ საქმეში ჩავრთულიყავით და დაგვედგინა, რეალურად ხომ არ იყო ეს გოგონა საქართველოს მოქალაქე. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. საქმეში ჩაერთო კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის სამმართველოც. დადასტურდა, რომ ეს ბავშვი ნამდვილად ქართველი იყო. გავრცელებული იყო მისი ძალიან უსიამოვნო ფოტოები, ასევე ვიდეოები, სადაც ჩანდა მამაკაციც, თუმცა მისი სახე არც ერთ ვიდეორგოლში არ იყო დაფიქსირებული. ზოგადად, მათ, ვინც ამ პედოფილური საქმიანობით არიან დაკავებული, კარგად იციან, როგორ დაფარონ დანაშაული, ამიტომ ისინი თითქმის არასდროს აჩენენ საკუთარ სახეს. შესაბამისად, რთული იყო ამ პიროვნების იდენტიფიცირება. ჩვენ დავუკავშირდით ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, თავისთავად ამ საქმეში გვეხმარებოდა ამერიკის სპეცსამსახური, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება. გამოძიებაში ჩაერთო ავსტრალიაც, რომელთაც, თავის მხრივ, ამ საქმეზე გარკვეული ინფორმაციები ჰქონდათ. ამასთანავე, გამოძიებას შემოუერთდა ისრაელი, რადგან აღნიშნული სურათები ინტერნეტსივრცეში იტვირთებოდა „აიპი“ მისამართიდან, რომელიც ისრაელში გახლდათ რეგისტრირებული. ბოლო სამი თვის მანძილზე მიდიოდა აქტიური მუშაობა ამ ქვეყნებს შორის, ხდებოდა სხვადასხვა ნივთმტკიცებების ამოღება, ორგანიზებული ჯგუფის დადგენის მიზნით. საბოლოოდ გამოვარკვიეთ, რომ ამ ბავშვის ექსპლუატაციას ეწეოდა საკუთარი დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს თავადვე უღებდა პორნოსურათებს. ფაქტობრივად, მასალის 80 პროცენტი მშობლის მიერ იყო გადაღებული, თუმცა არაერთხელ მონაწილეობდა ამ საქმეში ისრაელის მოქალაქეც, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში. აი, ასეთი სურათი გამოიკვეთა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ სპეცოპერაციის დაგეგმვა. თემა თავისთავად სენსიტიურია, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით, ინფორმაციას წინასწარ არ გაეჟონა. თვითონ ეს დანაშაული სპეციფიკურია. ძალიან ადვილი შესაძლებელი იყო მტკიცებულებების განადგურება, ვინაიდან საქმე გვქონდა „აიპი“ ტექნოლოგიებთან.
აქამდე თუ დაფიქსირებულა მსგავსი სახის დანაშაული საქართველოში?
არა, ეს იყო პირველი და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო შემთხვევა. აქამდე ჩვენთან ასეთი დანაშაული არ გამოვლენილა. ყველაზე საოცრება ის იყო, რომ ეს დანაშაული სათავეს იღებს 2011 წლიდან, ანუ ეს ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ 9 წლიდან იმყოფებოდა. რთული იყო ამ საქმის წარმოება. ჩვენი უცხოელი კოლეგებიც გვირჩევდნენ, რომ ძალიან ფრთხილად გვემუშავა, იქიდან გამომდინარე, რომ, ზოგადად, პედოფილებმა, რომლებიც ასეთ საქმეში არიან ჩართულნი, კარგად იციან კომპიუტერული ტექნოლოგიები, როდის და როგორ უნდა შეცვალონ „აიდი“ მისამართები და ა.შ. ეს ოპერაცია წუთებზე იყო გათვლილი, ქართულ და ებრაულ მხარეებს მუდმივი სატელეფონო კოორდინაცია გვქონდა.
ძირითადად, რომელ ქვეყნებში იყიდებოდა ქართველი არასრულწლოვნის პორნოგრაფიული მასალა?..
როდესაც ეს მასალები ამოვიღეთ, გაირკვა, რომ ის პიროვნება (ისრაელის მოქალაქე) ამ მასალას სხვადასხვა ქვეყნებში ყიდდა. ყველა ამ ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს საქმეში ჩართული სხვა პირების იდენტიფიკაცია.
სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ჩართულნი არასრუწლოვნები, როგორც მსხვერპლნი?
ჩვენ კონკრეტულად საქართველოს მოქალაქის შესახებ გამოვიძიეთ საქმე, თუმცა გეტყვით, რომ მას სხვა გოგონას ანალოგიური ტიპის სურათებიც ჰქონდა მიღებული, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე და შესაბამისი ქვეყნები უკვე ჩაერთვნენ ამ მიმართულებით. ამ კონკრეტულ ფაქტზე ჩვენ სრულად ამოვწურეთ დანაშაული, დანამდვილებით შეგვიძლია, გითხრათ, რომ საქართველოდან სხვა პირები არ ყოფილან ჩართულნი ამ დანაშაულში, თუმცა ჩვენი ებრაელი კოლეგები, თავის მხრივ, გამოძიებას აგრძელებენ, ვინაიდან პორნოგრაფიული მასალის რეალიზაცია უშუალოდ ისრაელიდან ხდებოდა.
ამ კადრების გადაღება სად წარმოებდა?
დანაშაული მთლიანად თბილისში ხდებოდა, ძირითადად სასტუმროში. როდესაც ებრაელი ეჭვმიტანილი საქართველოში ჩამოდიოდა, მას სასტუმროში მიჰყავდა ეს ბავშვი და იქ ახდენდა გადაღებას. თუმცა, როდესაც ის ებრაელი აქ არ იყო, დედა საკუთარ სახლში უღებდა არასრულწლოვანს პორნოგრაფიულ მასალას და უგზავნიდა.
რა თანხად ყიდდა დედა საკუთარი შვილის პორნომასალას?
სხვათა შორის, აქ არ იყო რაღაც კოლოსალურ თანხაზე საუბარი. ამ ქალის შემოსავალი იყო თვეში 100-დან 200 დოლარამდე, რომელსაც ებრაელი უგზავნიდა. თავად ეს მამაკაცი რამდენს იღებდა, ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ წინმსწრები ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ ასეთ ფოტოს დაახლოებით 50 დოლარად ყიდდა, ვიდეოებს – უფრო ძვირად.