10 აზრი თუ როგორი ქალები აინტერესებთ მამაკაცებს
მარადიულ ქალურ საკითხებზე მამაკაცთა ჟურნალი "Men's Health" გიპასუხებთ. მისი პასუხების კვალდაკვალ აი „ლამაზი ქალის” დაკვირვებებს შემოგთავაზებთ, ძლიერი სქესის როგორ წარმომადგენლებს ანიჭებენ მანდილოსნები უპირატესობას. ვფიქრობთ, ეს შეჯერება მნიშვნელოვნად წაადგებათ ორივე სქესის წარმომადგენლებს ისეთ რთულ ლაბირინთებში გზის გასაგნებად, ერთმანეთთან ურთიერთობა რომ ჰქვია.
1. ვისი დანახვისთანავე „ვეცემით”?
Men's Health: ვისაც ლამაზი სახე და კარგი ფიგურა აქვს. მერე კი თავადვე ვახარისხებთ მათ ინტელექტისა და მორალური სრულყოფილების მიხედვით. სიჩუმეს ამჯობინებ? – ე.ი. იდუმალი ქალია. სისულელეებს ლაპარაკობს? – მერე რა, ეს მას უხდება კიდეც. ენას ვერ აჩერებს? - რა ღრმა და არასტანდარტული ნატურაა.
ლამაზი ქალი: მოვლილ, სუფთად ჩაცმულ მამაკაცებზე, რომელთაც იუმორის გრძნობა გააჩნიათ. საწყისი ეტაპისათვის ეს სავსებით საკმარისია. მთავარია, მამაკაცს კი არ ეჩვენებოდეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს, არამედ სინამდვილეში გააჩნდეს.
2. დიდი ხნით ვისით ვინტერესდებით?
Men's Health: არსებობს ორი ძირითადი მოთხოვნა: - ქალთან საინტერესოდ უნდა ვგრძნობდეთ თავს და სურვილი უნდა აღგვიძრას მან. თუ ეს ორი ელემენტი არსებობს, ქალს რამდენი ხნითაც უნდა, იმდენ ხანს „დაგვაბამს”.
ლამაზი ქალი: მოთხოვნათა რაოდენობა ნაცნობობის სტაჟის შესაბამისად იზრდება. ეს მანამდე გრძელდება, სანამ ერთ წელს არ მიაღწევს. ასე რომ, ერთი წლის მერე მამაკაცს მოდუნება შეუძლია, რადგან მისგან რაიმე ახალს აღარ მოითხოვენ. მთავარია, გულუხვი, კეთილი, საიმედო, ძლიერი, გონიერი, აკურატული, შრომისმოყვარე, რომანტიკული, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, თავდაჯერებული იყოს.
3. ვისგან თავდაღწევას ვცდილობთ?
Men's Health: თავხედი და უშნო ქალებისგან. სათითაოდ ეს კიდევ ასატანია, მაგრამ კომპლექსში – საშინელებაა.
ლამაზი ქალი: მოსაწყენი და ზარმაცი კაცებისგან. აგრეთვე მდიდარი, მაგრამ მედიდური მამაკაცებისაგან, რომლებიც წუთითაც არ ივიწყებენ თავიანთ „მაღალ სტატუსს”. მათ რომ ამისგან თავდაღწევა, მოდუნება და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება ცალკეულ შემთხვევებში ჩვენთან ერთად შეეძლოთ. ეს პირიქით, ძალზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა.
4. რას ვაკეთებთ იმ ადამიანის ხელში ჩასაგდებად, ვინც მოგვწონს?
Men's Health: ყველაფერს.
ლამაზი ქალი: სიმართლე გითხრათ, სისულელეებს ჩავდივართ. კიდევ, ვცდილობთ თავი მოვაწონოთ მის გარშემომყოფებს.
5. ყველაზე მშვენიერი, რაც პარტნიორმა შეიძლება გააკეთოს საწოლში, ესაა:
Men's Health იქ აღმოჩნდეს. დანარჩენი კი სიტუაციაზეა დამოკიდებული. ხანდახან გვინდა, რომ ქალმა აქტიური როლი აიღოს თავის თავზე, ხან კი გვსურს, რომ მთლიანად ჩვენს სხეულს დაემორჩილოს.
ლამაზი ქალი: ეს ძალზე ინდივიდუალურია, იმ გაგებით, რომ ნებისმიერ ქალს რაღაც თავისებური მოსწონს. რა თქმა უნდა, ყველაზე მშვენიერი ისაა, როცა მამაკაცი სვამს კითხვას, თუ რა მოსწონს ქალს, რომელთანაც მოცემულ მომენტში წევს და არ იხსენებს, რა მოსწონდათ მის ყოფილ პარტნიორებს.
6. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება გააკეთოს პარტნიორმა საწოლში, ისაა, რომ:
Men's Health: ქალს არანაირი საშინელების ჩადენა არ შეუძლია. უბრალოდ, არასასიამოვნოა, სექსის დროს ქალმა ზოგად თემებზე რომ დაიწყოს საუბარი – მაგალითად, ფსიქოანალიზზე ან იმაზე, რომ გუშინ სარეცხი უნდა დაერეცხა. და კიდევ, რატომ ჰგონია ზოგიერთ მათგანს, რომ ამ დროს მათი ნატანჯი, ვითომ ტკივილისგან დამანჭული სახე უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს, ვიდრე ღიმილიანი და კმაყოფილების ამსახავი გამომეტყველება?
ლამაზი ქალი: როცა სასიყვარულო აქტის დასრულებისთანავე იძინებს მამაკაცი. და კიდევ, როცა იმავე გზებით ცდილობს პარტნიორის აღგზნებას, მის წინამორბედებთან რა მეთოდებსაც იყენებდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მამაკაცთა საუბრები ფრიგიდულ ქალებზე – ძალზე ხშირად ეს ქალები ისინი არიან, ვინც არ ჰგვანან მათ ყოფილ პარტნიორებს.
7. ვინ უფრო ხშირად წყვეტს ურთიერთობას?
Men's Health: ქალი. თუმცაღა, მამაკაცის ჩაგონებით, მაგრამ ბოლო სიტყვას ყოველთვის ქალი ამბობს.
ლამაზი ქალი: მამაკაცი. თანაც, ხშირად ისეთი სულელური გზით, როგორიცაა: „ვშიშობ, რომ შენ მიმატოვებ... ისე, უახლოესი თვეების განმავლობაში, ვფიქრობ, ვერ შევხვდებით ერთმანეთს უამრავი საქმე დამიგროვდა და საერთოდ...”
8. სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც კავშირის გაწყვეტას იწვევს:
Men's Health: მოწყენილობა. ღალატი. მატერიალური პრობლემები.
ლამაზი ქალი: მოწყენილობა. იმის შეგრძნება, რომ უფრო უკეთესის ღირსი ვართ. კარდინალურად განსხვავებული ცხოვრებისეული ხედვა.
9. რატომ გვეშინია მარტო დარჩენის?
Men's Health: არ გვეშინია. თუ თავად არ გინდა მარტოობა, მაშინ არ დარჩები. დედამიწაზე სამი მილიარდი ქალია – იდიოტი უნდა იყო, შენი მეწყვილე რომ ვერ მონახო.
ლამაზი ქალი: ამის ამხსნელი მილიონი მიზეზი არსებობს... ალბათ, ეს ინსტინქტია, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ.
10. საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც შეუძლიათ გვითხრან:
Men's Health: ჩვენი გაცნობიდან ხუთი წუთის შემდეგ დაგვთანხმდეს სამხრეთ პოლუსზე წამოსვლაზე.
ლამაზი ქალი: საუკეთესო ის კომპლიმენტი იქნება, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე სუსტ წერტილს შეეხება. მაგალითად, თუ პუტკუნა გგონია თავი, ის კი გარწმუნებს, რომ ფანტასტიკური აღნაგობა გაქვს და არც მომატება გინდა, არც დაკლება. ოღონდ, თუ გულწრფელად, მთელი გულით იქნება ნათქვამი.