როგორი ქალები აინტერესებთ მამაკაცებს გამოვლინდა 10 ტიპი, რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
მიჩნეულია, რომ მამაკაცებს მხოლოდ საბედისწერო ლამაზმანები ხიბლავთ. რაც სინამდვილეს არ შეეფერება.
მამაკაცებს უფრო მრავალფეროვანი და რთული გემოვნება აქვთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. თუ არ გიხდებათ წითელი პომადა, მოკლე კაბა, არ იცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მხოლოდ ჰელოუინზე იღებებით, გაეცანით მამაკაცების მოსაწონი ქალების ტიპებს. იქნებ ერთ-ერთს თქვენც განეკუთვნებით.
1. პატარა, "ბეიბი", პუპსიკ
ნუ გგონიათ, რომ საქმე სიმაღლეს ან ასაკს ეხება, ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს, ბავშვურად ლაღი და ხალისიანი გოგონები. ასეთი ტიპის გოგონები განსაკუთრებით მამაკაცი-მამიკოების ყურადღებას იპყრობენ, რომლებიც საჭიროებენ, რომ "პატარა სიხარულებმა" დამქანცველი ყოველდღიურობა გაუხალისონ. თუმცა, ძალიან ნუ გაგეხარდებათ, ზოგჯერ მამაკაცი იმიტომ აბამს ურთიერთობას გოგონა-ბავშვთან, რომ მომავალში თავის ჭკუაზე აღზარდოს და მისგან მისთვის მისაღები, დამჯერი ცოლი-დიასახლისი შექმნას.
2. გამოცანა
მამაკაცებს მოსწონთ საიდუმლოებები, რომლებიც გოგონებს უფრო მიმზიდველებს ხდის. მარტივად რომ აგიხსნათ, მათთვის საინტერესო უნდა იყოთ და საიდუმლოებები საკუთარ თავზე ნელ-ნელა მიაწოდთ, ან მისცეთ მამაკაცს საშუალება, თავად "გამოიძიოს". აქ ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ, ნუ გადაამლაშებთ და ისე ნუ მოიქცევით, თითქოს მისი არ გჯერათ და ამიტომ უმალავთ ყველაფერს.
3. სექსი
ქალის სექსუალურობა 100 პროცენტიდან 99 შემთხვევაში იპყრობს მამაკაცის ყურადღებას. თუმცა, არც ერთ მამაკაცს არ უნდა სერიოზული ურთიერთობა იმ გოგოსთან, რომელიც 24 საათის განმავლობაში ისევე მოქმედებს გარშემო მყოფ მამაკაცებზე, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. ასიამოვნეთ საყვარელ მამაკაცს პიკანტური დეტალებით, ნიუანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მარტოები იქნებით და იგი არასდროს დაგშორდებათ.
4. გულუბრყვილო
ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს მიმნდობი, მორიდებული გოგონა. ასეთი კი ჩვენ დროში ლამის სანთლით საძებნელი გახდა. ხოლო, თუ ასეთი ხართ, ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის გამომჟღავნება. ადეკვატური მამაკაცი მუდამ შეაფასებს წესიერ და კარგი მანერების მქონე გოგონას და მასთან სერიოზული ურთიერთობის გაბმაზეც იფიქრებს. მამაკაცს მოსწონს მომენტი, როცა შეუძლია, მისთვის სასურველ ქალს რაღაც ასწავლოს, აუხსნას.
5. ბონდის მეგობარი გოგონა
მამაკაცებს მოსწონთ ლარა კრიფტის ტიპის ქალები, მაგრამ ზომიერების დაცვა გმართებს, მამაკაცი დაიბნევა, ან უარეს შემთხვევაში შეიძლება გაგექცეს კიდეც, თუ პირველივე პაემანზე მიახლი, რომ კარატეში შავი ქამრის მფლობელი ხარ. თუ კლდეებზე ძრომიალი, სპორტი გიტაცებს, ამის შესახებ შეგიძლია დაუფარავად მოუყვე. მამაკაცებს მოსწონთ აქტიური ქალები და არა ისინი, რომლებიც 24 საათი სოციალურ ქსელებში სტატუსებს აქვეყნებენ.
6. ცუდი გოგო
ნუ მიუვარდები შუაღამისას სახლში მთვრალი და ნუ აგინებ დედას დედამისის თანდასწრებით. აი, თუ თქვენი ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა, ნუ მოგერიდება საწოლში "ცუდი გოგოს" თამაში. ამით კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.
7. მე თვითონ
ნებისმიერი მამაკაცი აღფრთოვანდება იმ ქალისგან, რომელსაც თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების მოგვარება და მამაკაცს ტვინს არ გაუბურღავს. თუმცა, ძალიან დამოუკიდებელი რომ იყო, დროდადრო დაუცველის და მოსავლელის როლი უნდა ითამაშო, რადგან მამაკაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუ ყველაფერს თავადაც მშვენივრად აგვარებთ, იგი აღარაფერში გჭირდებათ. ხანდახან მაინც აგრძნობინეთ, რომ შეუცვლელია და მისი დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდით.
8. მეორე დედა
მამაკაცებს ძალიან ეშინიათ "დედიკოს ბიჭის" სახელის და ცდილობენ, მაქსიმალურად ადრე გათავისუფლდნენ დედის კონტროლიდან. თავისუფლება მობეზრებული კი ხვდება, რომ გვერდით სჭირდება ქალი, რომელიც სადილს მოუმზადებს, გაურეცხავს და სახლს დაულაგებს. ასეთი კი მეოჯახე გოგოა, რომელიც დედას შეუცვლის, მაგრამ როლში ძალიან არ უნდა შეიჭრათ, თორემ ახალგამომცხვარი "შვილიკო" ისევე მარტივად მიგატოვებთ, როგორც ერთ დროს ბიოლოგიური დედა მიატოვა.
9. სუპერვარსკვლავი
ეს ის ქალია, რომელზეც ყველა მამაკაცი ჭკუას კარგავს, მაგრამ მუდამ მარტოხელაა. მამაკაცებს ნებისყოფა არ ეყოფათ, მასთან მისვლა გაბედონ. ქალმა თავად უნდა აგრძნობინოს, რომ მზადაა ნაცნობობისა და მომავალში ურთიერთობის გაღრმავებისთვის, თორემ მუდამ ლამაზი და მარტოხელა იქნება.
10. ძმაკაცი
ვის არ მოეწონება გოგონა, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა, უჩვეულო ჰობი აქვს და მუდამ იტაცებს ავანტიურა. ბიჭებთან ერთად შეუძლია ფეხბურთის მატჩის განხილვა და ლუდის სმა. თუმცა, სასურველია, ასეთ "ძმაკაცს" ზოგჯერ ქალურობაც ახასიათებდეს.