უკანასკნელი წლების ყველაზე სულელური სიკვდილების სია

უკანასკნელი წლების ყველაზე სულელური სიკვდილების სია
დარვინის პრემიას ყოველწლიურად გადასცემენ ადამიანებს ყველაზე სულელური, იდიოტური და აბსურდული სიკვდილებისთვის.

უკანასკნელი წლების ყველაზე სულელური სიკვდილების სია
შვეიცარიის ერთმა მოქალაქე ქალბატონმა წონაში დაკლება სპეციალური "მზის დიეტის" მეშვეობით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ სიცოხლისთვის საჭირო ნივთიერებები მას მზის სხივებისგან უნდა მიეღო. საბოლოო ჯამში, ქალი შიმშილით გარდაიცვალა. დღემდე უცნობია, სად ამოიკითხა მან, რომ არსებობა მხოლოდ მზის სხივებით არის შესაძლებელი.

ერთ-ერთმა მღვდელმა გადაწყვიტა სამწყსოსთვის რწმენის სიძლიერის მაგალითი ეჩვენებინა და განაცხადა, რომ თუკი არსებობს ძლიერი რწმენა, მაშინ გველის შხამი უძლური იქნება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ არის, ან რწმენა არ აღმოჩნდა არასაკმარისი.


ჩინეთში 2 მამაკაცი გარდაიცვალა და ოთხმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო, როდესაც ბიოტუალეტიდან 320 დოლარიანი ტელეფონის ამოღებას ცდილობდნენ. თუ რომელიმე თქვენგანი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, გახსოვდეთ, რომ ბიოტუალეტებში გამოყენებული საწმენდი სითხე სასიკვდილოა.

მამაკაცმა მეტამფეტამინი დალია, როდესაც სამართალდამცავების დარწმუნებას ცდილობდა, რომ ეს მხოლოდ ვაშლის წვენი იყო.

17 წლის ეგვიპტელმა ჭაში ჩავარდნილი ქათმის ამოყვანა სცადა და თვითონვე აღმოჩნდა ჭაში. მისი და და
ძმებიც ბიჭის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ყველანი ჭაში აღმოჩნდნენ. მათ დასახმარებლად მისულ მოხუც წყვილსაც იგივე ბედია ეწია. ბოლოს, პოლიციამ 5 გარდაცვლილი ამოიყვანა ჭიდან. ქათამი გადარჩა.

ახალგაზრდა მამაკაცი, იარაღით ხელში ეფექტური სელფის გადაღებას ცდილობდა, შედეგად, ტელეფონის ღილაკის ნაცვლად, ხელი იარაღს გამოჰკრა და დაიღუპა.