50 ქვეყანა, სადაც ყველაზე ბედნიერად ბერდებიან - სიაში საქართველოც მოხვდა

50 ქვეყანა, სადაც ყველაზე ბედნიერად ბერდებიან - სიაში საქართველოც მოხვდა
ნორვერგია მსოფლიოში საუკეთესო დასაბერებელ ადგილად დაასახელეს.

კვლევის ორგანიზატორებმა გამოთვალეს სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი 60 წელს ზევით ადამიანებში 90 ქვეყნის ირგვლივ და გაარკვიეს, რომ ნორვეგია ყველაზე ბედნიერი ადგილია დასაბერებლად. მას მოყვება შვედეთი, შვეიცარია, კანადა და გერმანია.

ბრიტანეთი მეთერთმეტე ადგილზე დასახელდა, მას უსწრებენ: ჰოლანდია, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ახალი ზელანდია.

ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება დაბერდეს არის ავღანეთი, მოზამბიკი, ღაზა და მალავი.

ნორვეგიაში ხალხი ფინანსურად უზრუნვილყოფილია, აქვთ გონივრული სატრანსპორტო სისტემა და დასაქმების დონე ძალიან მაღალია მოზრდილ მოქალაქეებში.

"ეს არის კომბინაცია ნატურალური რესურსების და წინასწარი დაგეგმარების კარგი მენეჯმენტის შედეგი. ნორვეგიაში გაარკვიეს რა ჭირდებათ, რა არის გასაკეთებელი, რა აღმოსაფხვრელი და ამ საკითხს ძალიან საქმიანად მიუდგნენ” - განაცხადა ეკონომისტმა გუსტავო ტოშიაკიმ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სიაში 28-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მექსიკა, პოლონეთი, იტალია, პორტუგალია და ა.შ. რუსეთის ფედერაცია სიაში ვერ შევიდა.

იმ ქვეყნების ორმოცდაათეული, სადაც ყველაზე ბედნიერად ბერდებიან, ასე გამოიყურება:

1. ნორვეგია
2. შვედეთი
3. შვეიცარია
4. კანადა
5. გერმანია
6. ჰოლანდია
7. ისლანდია
8. ამერიკა
9. იაპონია
10. ახალი ზელანდია
11. დიდი ბრიტანეთი
12. დანია
13. ავსტრალია
14. ავსტრია
15. ფინეთი
16. საფრანგეთი
17. ირლანდია
18. ისრაელი
19. ლუქსემბურგი
20. ესტონეთი
21. ესპანეთი
22. ჩილე
23. ურუგვაი
24. პანამა
25. ჩეხეთი
26. კოსტა რიკა
27. ბელგია
28. საქართველო
29. სლოვენია
30. მექსიკა
31. არგენტინა
32. პოლონეთი
33. ეკვადორი
34. კვიპროსი
35. ლატვია
36. ტაილანდი
37. პორტუგალია
38. მავრიკი
39. იტალია
40. სომხეთი
41რუმინეთი
42. პერუ
43. შრი ლანკა
44. ფილიპინები
45. ვიეტნამი
46. უნგრეთი
47. სლოვაკეთი
48. ჩინეთი
49. ყირგიზეთი
50. სამხრეთ კორეა

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.
სტატიის წყარო:ambebi.ge