ცნობილი ქართველი კაცები, რომლებმაც ნარკომანია დაამარცხეს
ნარკომანიის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს. მას ზოგის დანაშაულად აღიქვამს, ზოგი ავადმყოფობად მიიჩნევს. სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ნარკოდამოკიდებული ადამიანები ზოგჯერ უცნაური ნივთიერებებით "კაიფობენ" და ზოგი სიცოცხლეს სწორედ ამით ამთავრებს. არიან ისეთებიც, ვინც ნარკოტიკებს დიდი ბრძოლის შედეგად თავი დაანება, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ამას საჯაროდ აღიარებენ.
მსახიობი კოტე თოლორდავა არ მალავს, რომ წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. "იმ პერიოდის შვილი ვარ, როდესაც მოდაში იყო ნარკოტიკების გასინჯვა და ვერც მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ამ მორევში ჩათრეული. ამით ჩემს ოჯახს, მეგობრებს ძალიან დიდი ზიანი მივაყენე და თუ გადავრჩი, ეს მათივე დამსახურებაა, რადგან ზურგი არავინ მაქცია და გვერდში დამიდგნენ",- განაცხადა მსახიობმა "პალიტრა TV"-ზე საავტორო პროექტში "განოს და კოტეს შოუ".
"წამლის გადაგდებაში" მას ყველაზე მეტად მეუღლე განო მელითაური დაეხმარა. მართალია არ ეამაყება, რომ წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ პრობლემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს და არ უნდა დაიმალოს.
როგორც თავად კოტე თოლორდავა იხსენებს, 2004 წელს დააკავეს კიდეც, მან პატიმრობაში 3 თვე გაატარა და ციხის ბუნტს გადაურჩა. "სამეფო უბნის თეატრში ჩემმა დეგენერატმა რეჟისორმა რაღაც მომიტანა. თურმე მოჰყვებოდნენ უკან. აქეთ-იქიდან გვეცნენ უცბად და ოპ, წაგვიყვანეს. სამი თვე ვიჯექი "კამერაში", მაშინ ქურდებიც ისხდნენ ციხეში - ძალიან სერიოზული გამოცდილება გამოდგა ეს სამი თვე ჩემთვის. უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. ჩემი გამოსვლიდან მეორე დღეს ბუნტი ატყდა ციხეში. იმ საკანში, სადაც მე ვიყავი, ავტომატი შეყვეს და ჩემ გვერდით "შპონკაზე" ტიპი მოკლეს".
ვახტანგ რჩეულიშვილი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში თავადაც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. მისი თქმით, ნარკოტიკები "ქუჩის რომანტიკას" მოჰყვა.
ნარკოტიკების მომხმარებელი იყო მისი ვაჟიც, გუკა რჩეულიშვილი. მამა-შვილი არ მალავს ნარკოტიკებით გატაცების ამბავს. ვახო რჩეულიშვილის თქმით, ის პერიოდი, როცა ნარკოტიკებით იყო გატაცებული, 24 წლის ასაკში დაასრულა და ამაში მისი მეუღლე მაია რჩეულიშვილი დაეხმარა. სანამ მაია რჩეულიშვილზე დაქორწინდებოდა, ვახო მარინა ცხონდიაზე იყო ქორწინებაში, რომელთანაც ხელი მოწერილი არ ჰქონდა. მარინა ცხონდიას თქმით, მათი სამწლიანი ოჯახი სწორედ ნარკოტიკების გამო დაინგრა.
"ვიღაცას თუ ნარკოტიკის მიღება უნდა, ამას ომს ნუ აბრალებს", - ასე აფასებს რეპერი კაბუ მისი თაობის ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულებას. მუსიკოსმა არ იცის კონკრეტულად რამ უბიძგა ნარკოდამოკიდებულებისკენ.
"არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ბოროტმა მიბიძგა. ქართველები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ. დაგვაინტერესა, როგორი იყო და გავსინჯეთ. ამის მერე ყველა ნარკომანი გავხდით. ის პერიოდი არ მახსოვს, იმიტომ, რომ გათიშული ვიყავი და, შესაბამისად, არ ვნანობ. არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მეუბნებიან, ცუდი იყოო. ცუდი არ მინდა, რომ მახსოვდეს და ამიტომ არ ვიმახსოვრებ. უკვე გამოვფხიზლდი. ანტისიზმრული ინექცია გამიკეთეს და ნარკოტიკისგან განვთავისუფლდი, ავდექი და ტროტუარზე გავიარე. ახლა მიხარია ტროტუარზე სიარული. გამოსასწორებელი საერთოდ არაფერი მჭირდა არასდროს. უბრალოდ, ადრე ვიყენებდი, ვხმარობდი ნივთიერებას, ახლა აღარ მინდა და არ ვიყენებ. წამალს არასდროს გავუფუჭებივარ. ჩემმა ოჯახმა ამ შემთხვევაში მთავარი როლი ითამაშა. მათი ჩარევა რომ არა, მე მოვკვდებოდი"- საჯაროდ აღიარებს კაბუ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე იმ ხუთ წელს, როცა ნარკოტიკებს მოიხმარდა, დაკარგულად მიიჩნევს. ''ცხელ ძაღლს'' რომ ვიღებდით, ეგ წლებია. ეს იყო ყოველდღიური დოპინგი ჩემთვის. ყოველ დილით, როგორც ყავას სვამს ადამიანი, მე წამალს ვიკეთებდი, რომ ნორმალური ვყოფილიყავი, იმდენად ცუდად ვიყავი. ჩემი იმედი აღარ ჰქონდათ, კინაღამ თეატრიდან გამაგდეს, დედამ ლამის ჩემს შვილობაზე თქვა უარი, ცოლი კინაღამ გამშორდა. ნარკომანებს ძირითადად ერთი ''პრიჩინა'' აქვთ, წამალს რომ შევეშვა, მერე რა ვქნა - ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებ მათგან. ბევრს მართლა არაფერი აქვს საქმე, აღარავინ ჰყავთ, რომ დაანებონ, მართლა რა უნდა ქნან? მე ხელი შემიწყვეს ოჯახმაც, მეგობრებმაც, თეატრმაც და გადავრჩი",-იხსენებს მსახიობი.